ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიზნით National Geographic-თან ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიზნით National Geographic-თან ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, „გასტრონომიული გზამკვლევი-საქართველოს შესახებ-ქვეყნის საუკეთესო ღვინის მარნები და კვების ობიექტები“- ამ სათაურით გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემამ ონლაინპლატფორმაზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სტატიის ბეჭდური ვერსია 6 ივნისს გავრცელდება.

სტატიის ავტორი ემილი ლაში საქართველოს ბუნებას, ტურისტულ ადგილებს, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს აღწერს.

„თავგადასავლების მოყვარულ მოგზაურთა გულებს საქართველო სწრაფად იპყრობს მსოფლიო დონის სალაშქრო ბილიკებით და კავკასიონის მთებში სრიალით. მაგრამ საქართველო გამოირჩევა ვენახებით, ღვინითა და კულინარიით. ქართული მრავალფეროვანი სამზარეულო ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ქვეყნისა და შავი ზღვის სანაპიროების ანარეკლია. საქართველოს 12 კლიმატური ზონა აქვს, აქ აღმოაჩენთ ნახევრად ტროპიკულ, მაღალ ალპურ და ნახევრად უდაბურ ზონებს. ეს მრავალფეროვნება წარმოქმნის უამრავ პროდუქტს, მათ შორისაა ვაზის 500 ძირძველი ჯიში. საქართველოში კერძები მრავალსაუკონოვანი წესების დაცვით მზადდება. თითოეულ სუფრას თან ახლავს საოჯახო მარანში დამზადებული ღვინო, აქ გულმხურვალე სადღეგრძელოების თქმა წეს-ჩვეულებაა.“,-ამბობს ემილი ლაში.

სტატიაში აღწერილია კახეთი, ღვინის მარნები, ქვევრი, ღვინის მომზადების წესები. კახეთის შემდეგ ავტორი National Geographic-ის მკითხველს რაჭას და ადგილობრივ მეღვინეებს და რაჭულ ღვინოს აცნობს.

სტატიაში აღწერილია მესხეთი და მესხური კერძები, ასევე ქუთაისი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები, ასევე შავი ზღვის სანაპირო და ბათუმი.

https://www.nationalgeographic.com/travel/article/paid-content-gastronomic-guide-to-georgia

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში