მაიკლ როთი - აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ოლიგარქის მარიონეტია

საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ხალხს არ ენდობა და შეურაცხყოფას აყენებს, აშკარაა, რომ ხელისუფლება ოლიგარქის მარიონეტია, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

„საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ხალხს არ ენდობა და შეურაცხყოფას აყენებს. ქართველები, რომლებიც თავისუფალი ევროპული საქართველოსთვის ქუჩებში გამოდიან, არა „უცხოური ძალების“ მარიონეტები, არამედ მამაცი დემოკრატები არიან. აშკარაა, რომ ხელისუფლება ოლიგარქის მარიონეტია“, - წერს მაიკლ როთი.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება