საქართველო და სომხეთი ფიფას 2029 წლის 20 წლამდე მსოფლიო თასის მასპინძლობაზე ერთობლივ განაცხადს შეიტანენ

საქართველო და სომხეთი ფიფას 2029 წლის 20 წლამდე მსოფლიო თასის მასპინძლობაზე ერთობლივ განაცხადს შეიტანენ. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა.

„უკვე ოფიციალურად, შემიძლია ვთქვა, რომ ორი მეზობელი, მეგობარი, საფეხბურთო ისტორიით მდიდარი ქვეყანა ერთობლივად განაცხადს შევიტანთ 2029 წლის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს სომეხ კოლეგას თანამშრომლობისთვის. ჩვენი ქვეყნებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გამოცდილება გვაქვს, ჩვენ მსგავსი ტურნირები ჩაგვიტარებია. იმედი მაქვს გავიმარჯვებთ და ერთად ვუმასპინძლებთ ამ ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირს", - განაცხადა კობიაშვილმა.

ინფორმაციას sportall.ge ავრცელებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს