ანონსი  6 ივნისი

6 ივნისს, 10:00 საათზე, „პარაგრაფ თბილისში“ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი გაიხსნება.

ღონისძიებას თბილისის მერი გახსნის.

6 ივნისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (FAO-ს) პროექტის მენეჯერის, მიხეილ სოხაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე, რომლის წლევანდელი გზავნილი სურსათისმიერ საფრთხეებს ეხება.

სურსათის უვნებლობის მხრივ არსებული ვითარება და გამოწვევები.

რეკომენდაციები მაღალი რისკის სურსათთან დაკავშირებით ზაფხულის ცხელი დღეებისთვის“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

6 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ გაიმართება.

თემა: დავის საგანი - „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

6 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

6 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

6 ივნისს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება მიქაუტაძე-მწარიაშვილის სასამართლო პროცესი.

6 ივნისს, 14:00 საათზე, სამტრედიაში იუსტიციის სახლი გაიხსნება.

მის: სამტრედია, თამარ თავაძის 2

6 ივნისს, 15:00 საათზე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია გამართავენ ბრიფინგს, სადაც წარადგენენ mona.ge-ს ახალ სიას.

მის: ლუარსაბ შარაშიძის 5, ფიქრის გორა.

6 ივნისს, 16:00 საათზე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) მართავს დისკუსიას თემაზე: ვის ეშინია დემოკრატიის სოხუმსა და თბილისში?

დისკუსიაზე განხილული იქნება „რუსული კანონის“ გავლენები თბილისსა და სოხუმში, საზოგადოების პროტესტი და არსებული გამოწვევები.

მის: აბაშიძის N34, სამუშაო სივრცე „ტერმინალი“

საკონტაქტო პირი: მარიამ ჩიტიშვილი 599899627

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის