საქართველოში ჩამოსული ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადება იგეგმება

საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის ქონის ვალდებულება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე არ ექნებათ - პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელითაც კანონის შესაბამისი ნორმა 2026 წლის 1-ელ იანვრამდე ჩერდება.

კანონპროექტი პარლამენტს “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარუდგინეს.

„ტურიზმის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საქართველოში შემომსვლელ ტურისტს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა უნდა ჰქონდეს. აღნიშნული პირობა კი, 2024 წლის 1-ელი ივნისიდან უნდა ამოქმედებულიყო.

როგორც პროექტი ინიციატორები განმარტავენ, “საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების შემუშავების პროცესში მთელი რიგი საკითხები გამოიკვეთა, რაც კანონის შესაბამისი მოთხოვნის 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეჩერებას ხდის მიზანშეწონილს.

„იკვეთება, რომ კერძო სექტორი ადაპტირებისთვის დამატებით ვადებს საჭიროებს და ამ ეტაპისთვის, მოსალოდნელ ცვლილებებს ვერ ხვდება მზად.

ახალი რეგულაციების დანერგვა და ამოქმედება საჭიროებს მრავალსაფეხურიან მოსამზადებელ პროცესს - მათ შორის კერძო სექტორის, ასევე უცხო ქვეყნის საელჩოებისა და საკონსულოების სათანადო ინფორმირებას, საინფორმაციო კამპანიების წარმოებას და სხვა შესაბამისი სახის ღონისძიებების გატარებას, რაც ეფექტიანად დაეხმარება სექტორს აღნიშნულ ცვლილებებთან ადაპტირების პროცესში“, - აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია