აქტივისტი იოსებ ბაბაევი გაათავისუფლეს

დაკავებული ბიზნესმენი, სამოქალაქო აქტივისტი იოსებ ბაბაევი გაათავისუფლეს.

როგორც დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ, ბაბაევმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, მას დაკავებისას სამართალდამცავები ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

„მოსამართლემ საზოგადოებას დაანახა, რა არის ევროპული სტანდარტი. ძალიან გამიხარდა, რომ ასეთი მოსამართლე შეგვხდა, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით იხელმძღვანელა. ეს იმას ნიშნავს, რომ მან დაინახა „სამართალდამცავებისგან“ არაჰუმანური მოპყრობა, ასევე ის, რომ ძალადობა, დანაშაული იყო ჩადენილი, ვიდეოჩანაწერიც არ იყო, ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ მე უდანაშაულო ვიყავი და მტკიცებულებად ეს დოკუმენტები არ მიიღო“, - განაცხადა ბაბაევმა.

კითხვაზე, გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ, ელოდება თუ არა ის კვლავ დაკავებას, ბაბაევმა უპასუხა, რომ ის „ბრძოლისთვის მზად არის“.

„რუსული მთავრობა ტერორს აგრძელებს. იარაღის, ნარკოტიკების ჩადება, ეს ყველაფერი რუსული ნარატივია, ეს ვიცით რა არის, ეს ყველაფერი 90-იანებში გამოვიარეთ, ამან არ უნდა შეგვაშინოს“, - განაცხადა ბაბაევმა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ის მორალური ზიანისთვის იჩივლოს, აქტივისტი პასუხობს, რომ აღნიშნულზე კონსულტაციას ადვოკატთან გაივლის და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. მან, ასევე, დეტალურად გაიხსენა, თუ რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება.

„თბილისში, სტომატოლოგთან ვიყავი, გორში როცა ვბრუნდებოდი, ჩაბნელებულ ადგილას, სადაც კამერები არ არის, გზა გადაკეტეს, ვერაგულად მეცნენ, მანქანიდან გადმომათრიეს, ბორკილები დამადეს და სასტიკად მცემეს, თან მომაძახეს - აქციებზე ვერ დაგაკავეთ და აქ მაინც ხომ დაგაკავეთო. ვიგრძენი, რომ იარაღი ჩამიდეს ქამრის უკან, ვიფიქრე, რომ ამით დაკმაყოფილდებოდნენ, შემდეგ საბარგულთან მიმიყვანეს და იქიდან ამოიღეს ავტომატი, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩემი არ იყო. ისტორია მოიგონეს, თითქოს, მე კრიმინალურ გარჩევაზე მივდიოდი, მათ ეს ინფორმაცია ჰქონდათ და დამაკავეს, ეს აბსურდია. სახლში მივდიოდი და ისე დამაკავეს. ამისთვის მზად ვიყავი, მაგრამ მზად არ ვიყავი, ასეთ ბავშვურ შეცდომას თუ დაუშვებდნენ, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, ჩემი გადაადგილება, მოძრაობა, ყველაფერი ფიქსირდება, მე თავს ვიზღვევ, ეს რომ გაიგეს, ინანეს.

ითქვა, თითქოს, წინააღმდეგობას ვუწევდი და დაზიანება ამის გამო მივიღე, წინააღმდეგობას საერთოდ არ ვუწევდი, ერთი უზრდელური სიტყვაც არ მითქვამს, არ მიყვირია, მირტყამდნენ და დავცინოდი“, - განაცხადა ბაბაევმა.

ცნობისთვის, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ დაკავებული ბიზნესმენისა და სამოქალაქო აქტივისტის, იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები უკანონოდ ცნო.

იოსებ ბაბაევი 5 ივნისს დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024