„თელიანი ველი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში აქტივობებს აძლიერებს

ღვინის იმპორტიორი კომპანიები ამერიკაში - Georgian House of Greater Washington და Palmateer Consulting LLC „თელიანი ვინიარდს“ ამერიკის ყველა შტატში წარადგენენ

მეღვინეობა „თელიანი ველი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში ღვინოს 2005 წლიდან წარადგენს და ქართული ღვინის განვითარებისათვის აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს.

„თელიანი ველის“ სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებს შორის ამერიკის შეერთებული შტატები გამორჩეულად მნიშვნელოვანია. ამერიკულ ბაზარზე წარმოდგენილი ასორტიმენტი სპეციალურად ადგილობრივი ღვინის მომხმარებლისთვის არის შერჩეული და ხელმისაწვდომია, როგორც კლასიკური, ასევე, ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში დაყენებული ღვინო.

Georgian House of Greater Washington 2005 წლიდან მეღვინეობა „თელიანი ველის“ პარტნიორია. აშშ ღვინის ყველაზე დიდი ბაზარია, სადაც ღვინის მრავალფეროვანი არჩევანია მსოფლიოდან და მაღალი კონკურენციით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, 2023 წელს თელიანი ველის ღვინის ექსპორტის გაძლიერებისათვის დამატებითი ინვესტიცია განახორციელდა და მეღვინეობას ახალი პარტნიორი Palmateer Consulting LLC დაემატა. კომპანია „პალმატეარ ვაინ გრუპთან“ გაფორმებული ხელშეკრულება შტატების ქართული ღვინით ეფექტურად მომარაგების საშუალებას იძლევა.

კალიფორნიის შტატში „თელიანი ველის“ საწყობი შეიქმნა, რომელიც გაყიდვების ზრდასა და ბაზრის სრულად დაფარვას შეუწყობს ხელს. ასევე, „თელიანი ველის“ გუნდს ამერიკაში გარი გრიგსი შეუერთდა, რომელსაც ღვინის ინდუსტრიაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. „დისტრიბუტორების შერჩევა, რომელთაც აქვთ რესურსი და შესაძებლობა შტატებში საუკეთესოდ წარადგინონ თელიანი ველის ღვინო და გაზარდონ ხელმისაწვდომობა, ეს ჩვენი ძირითადი ამოცანაა. ქართული ღვინის დიდ პოტენციალს ვხედავთ და დაწრმუნებული ვარ, თელიანი ველი იქნება ბაზრის ლიდერი, შესაბამისად მიიღწევა ჩვენი მიზნებიც. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ადგილობრივ დისტრიბუტორებთან და ვახდენთ ქართული ღვინის პოპულარიზაციას“-ამბობს გარი გრიგსი, თელიანი ველის გაყიდვების ვიცე პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„თელიანი ველის“ ღვინოები ამერიკაში განახლებული შეფუთვითა და დასახელებით Teliani Vineyards -ით არის წარმოდგენილი. ეტიკეტზე ცვლილება ადგილობრივი ექსპერტებთან კონსულტაციით მოხდა, ხოლო ვიზუალის განახლებაზე ამერიკულმა და ქართულმა სააგენტოებმა იმუშავეს.

Teliani Vineyards-ის სახელით ბაზარზე 5 სახეობის ქართული ღვინოა: ამბერ ბლენდი, საფერავი, ცოლიკოური, ქინძმარაული და საფერავი სელექშენი.

აღნიშნული სიახლეების გათვალისწინებით მეღვინეობა 2024 წელს გაყიდვების გაორმაგებას გეგმავს. მეღვინეობა „თელიანი ველი“ აქტიური მარკეტინგული კამპანიებით ქართული ღვინის პოპულარიზაციას და განვითარებას უწყობს ხელს.

(R)

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე