გურამ ოქროპირიძე - სპორტი და ეკონომიკა ურთიერთკავშირშია  და აქვთ სიმბიოზური ურთიერთობა სოციალური ცხოვრების მზარდი კომერციალიზაციის პირობებში

თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი სახელწოდებით „ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ, მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათი ცნობით, გურამ ოქროპირიძემ სპორტისა და ეკონომიკის ურთიერთქმედების მასშტაბებსა და ეფექტიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, სპორტისა და ეკონომიკის ურთიერთქმედება დამოკიდებულია სივრცულ გარემოზე, მათ შორის სოციალურ პირობებზე.

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ მიმდინარე ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დამსწრეებს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„სპორტი და ეკონომიკა ურთიერთკავშირშია და აქვთ სიმბიოზური ურთიერთობა სოციალური ცხოვრების მზარდი კომერციალიზაციის პირობებში. სახელმწიფოს მხრიდან ყოველწლიურად იზრდება მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის დაფინანსება. სპორტი რომ დედაქალაქისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა, მოწმობს საკრებულოს მიერ 2024 წლის ბიუჯეტით მხოლოდ სპორტისთვის 14 950 000 მლნ. ლარის დამტკიცება. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია დედაქალაქში სპორტის განვითარებისათვის“, - განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან ჩამოყალიბდა მოწინავე იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად, რომლის ფარგლებშიც ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო