კომუნიკაციების კომისიის კვლევით, სილქნეტი კახეთში ყველაზე მაღალხარისხიან სერვისს აწვდის მომხმარებელს

კომუნიკაციების კომისიის მიერ, მაისში, კახეთის მასშტაბით ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც მიზნად ისახავდა მობილური ოპერატორების ხარისხის შეფასებას ხმოვანი ზარებისა და მობილური ინტერნეტის საველე ტესტირების მეშვეობით, სილქნეტი წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს ხარისხის ყველა მაჩვენებლით.

წარმატებულად განხორციელებული ზარების პროცენტული მაჩვენებელი მობილური ოპერატორების მიხედვით:

სილქნეტი 98,5%; მაგთიკომი 85,6%; სელფი 77,3%

მობილური ინტერნეტით მონაცემთა გადმოწერის სიჩქარე კომპანიების მიხედვით:

სილქნეტი 50 მბიტ/წმ; მაგთიკომი 33 მბიტ/წმ; სელფი 6.6 მბიტ/წმ

მობილური ინტერნეტით მონაცემთა ატვირთვის სიჩქარე კომპანიების მიხედვით:

სილქნეტი 15 მბიტ/წმ; მაგთიკომი 9.1 მბიტ/წმ; სელფი 7.8 მბიტ/წმ

ინტერნეტ-პაკეტის დაყოვნება (ICMP PING) ოპერატორების მიხედვით:

სილქნეტი 41 მილიწამი; მაგთიკომი 47 მილიწამი; სელფი 61 მილიწამი.

აღსანიშნია, რომ სილქნეტის მობილური ინტერნეტის უპირატესობა თვალსაჩინოა, როგორც მთელი კახეთის მასშტაბით, ასევე თელავში. კერძოდ, კომუნკაციების კომისიის მიერ ქალაქში ჩატარებული ტესტირების საფუძველზე გამოქყვეყნებული ანგარიშის თანახმად:

მობილური ინტერნეტით გადმოწერის სიჩქარე ოპერატორების მიხედვით:

სილქნეტი 47.2 მბიტ/წმ; მაგთიკომი 28.9 მბიტ/წმ; სელფი 10.2 მბიტ/წმ

მობილური ინტერნეტით ატვირთვის სიჩქარე ოპერატორების მიხედვით:

სილქნეტი 18,4 მბიტ/წმ; მაგთიკომი 13,3 მბიტ/წმ; სელფი 8,1 მბიტ/წმ.

სილქნეტი მეორე ათეული წელია საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიდერია. ქვეყნის მასშტაბით დიდ ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში, ასევე მაგისტრალურ გზებზე, მათ შორის რკინიგზის გასწვრივ, სილქნეტის ქსელით უზრუნველყოფილია ხარისხიანი, უწყვეტი და უსწრაფესი ინტერნეტ კავშირი. ამავე დროს, კომპანია წარმატებით აგრძელებს ქსელის განვითარებასა და გაძლიერებას საქართველოს რეგიონებში.

ყოველწლიურად ათობით მილიონი დოლარის ინვესტირებით, სილქნეტი უზრუნველყოფს ქსელის მოდერნიზაციას და ახალი სადგურების მონტაჟს, რაც სერვისის გაუმჯობესებაზე აისახება. საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ანგარიშებით, ასევე საერთაშორისო ანალიტიკური პლატფორმის OOKLA® Speedtest-ის მიხედვით, სილქნეტის ქსელი ინარჩუნებს ლიდერობას.

(R)

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა