ვლადიმერ ბოჟაძე - სპორტის ინდუსტრიას მხარდაჭერა აქვს როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე კერძო სექტორიდან

თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი სახელწოდებით - „ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობა საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათი ცნობით, საკრებულოს წევრმა ფორუმზე „ჯანსაღი ცხოვრების წესის გავლენა ქალაქის ეკონომიკაზე“ ისაუბრა. მისი თქმით, სპორტის ინდუსტრია მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ეკონომიკის მზარდი დარგია და სპორტული ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის დედაქალაქის მთავრობა მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.

„სპორტის ინდუსტრიას მნიშვნელოვანი საბაზრო წილი უჭირავს მსოფლიოში და ეკონომიკური სექტორის მნიშვნელოვანი სეგმენტია, რაც გავლენას ახდენს ეკონომიკის ზრდაზე. განვითარებული ქვეყნების მსგავსად, ჩვენი ქვეყანაც დიდ ყურადღებას აქცევს სპორტის განვითარებას. სპორტის ინდუსტრიას მხარდაჭერა აქვს როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ისე კერძო სექტორიდან. ჩვენი სახელმწიფო ცდილობს, ბევრი მასშტაბური სპორტული ღონისძიების მასპინძელი, სწორედ საქართველო იყოს. მსგავსი ღონისძიებები სხვა სარგებელთან ერთად დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენის შესაძლებლობას იძლევა, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

„ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან ჩამოყალიბდა მოწინავე იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად, რომლის ფარგლებშიც ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია