„საქართველოს ბანკი“ და აზროვნების აკადემია ღონისძიებების სერიას - „თანამედროვე ბიზნესის გამოწვევები“ იწყებენ

„საქართველოს ბანკი“ და აზროვნების აკადემია ღონისძიებების სერიას -„თანამედროვე ბიზნესის გამოწვევები“ იწყებენ, რომელიც 17 ივნისიდან 12 ივლისამდე გაიმართება.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ბიზნეს სესიების ციკლი მცირე და საშუალო ბიზნესების საჭიროებებზე საპასუხოდ შეიქმნა და მის ფარგლებში კომპანიებისთვის აქტუალურ რვა საკითხზე ლექციები გაიმართება.

„ლექციებს მარკეტინგის, ბრენდინგის, ადამიანური რესურსების მართვისა და სხვა მიმართულებების სპეციალისტები ჩაატარებენ. მათ შორის არიან: გიორგი ჩუგოშვილი - სტარტაპის გამოწვევები - 17 ივნისი, მედეა ტაბატაძე - თანამშრომლის შენარჩუნება - 21 ივნისი, ეკო ჩუბინიძე - თანამედროვე მენეჯერის გამოწვევები - 24 ივნისი, ლელა მაჩაიძე - AI - თანამედროვე მენეჯმენტში - 28 ივნისი, ეკა ყიფიანი - კრეატივი - 1 ივლისი, ქრისტინე ლორთქიფანიძე - მომხმარებლის ქცევა - 5 ივლისი, გიორგი ბერეჩიკიძე - მარკეტინგი - მულტიჩენელ მარკეტინგი - 8 ივლისი, ვასკა ჩუბინიძე - ბრენდის სტრატეგია - 12 ივლისი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საქართველოს ბანკის“ დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორის, რუსუდან ბარათაშვილის განცხადებით, „საქართველოს ბანკისთვის“ მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერა და მათთვის ცოდნის გაზიარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ სხვადასხვა დარგის საუკეთესო სპეციალისტების ჩართულობით და აზროვნების აკადემიასთან პარტნიორობით, მოვამზადეთ ღონისძიებების სერია, რომელიც ბიზნესის საჭიროებებს პასუხობს და წარმოადგენს პრაქტიკულ გზამკვლევს ინდუსტრიაში. ღონისძიებების ეს სერია მეწარმეებს სხვადასხვა სეგმენტიდან ყოველდღიური ამოცანების გადაჭრაში დაეხმარება და კვალიფიციური რეკომენდაციების მიღების შესაძლებლობას მისცემს. ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ ღონისძიებას შევთავაზებთ ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს“, - ამბობს „საქართველოს ბანკის“ დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, რუსუდან ბარათაშვილი.

მათივე ცნობით, ბიზნეს სესიების ციკლზე რეგისტრაცია შეუძლია, როგორც ბიზნესის წარმომადგენლებს, ისე სხვა ნებისმიერ მსურველს. სესიების მონაწილეები უკეთ შეისწავლიან ისეთ უნარებს, როგორებიცაა: თანამშრომლის შენარჩუნების ტექნიკები, AI, შემოქმედებითობა, მულტიჩენელ მარკეტინგი და სხვა.

„თანამედროვე ბიზნესის გამოწვევების" ლექციათა ციკლი იქნება ღირებული ცოდნის წყარო მათთვის, ვინც ცდილობს დაიმკვიდროს ან გაიმყაროს საკუთარი პოზიცია კონკურენტულ ბიზნეს გარემოში. ამ პროექტით, მიზნად ვისახავთ დავაკავშიროთ ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წამყვანი სპეციალისტები და ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ გაუმკლავდნენ თანამედროვე ბიზნესგარემოს", - აცხადებს აზროვნების აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების სპეციალისტი, თაზო ლაღიძე.

ბანკის ინფორმაციით, ბიზნეს სესიების ციკლი გაიმართება თბილისში, თ. იოსებიძის 57 ნომერში. დასწრება ასევე შესაძლებელია ონლაინ ფორმატში. სალექციო დღეებია ორშაბათი - პარასკევი, შეხვედრის დაწყების დრო - 20:00 სთ. ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ამ ბმულს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია