„იუვენტუსის“ აკადემიის ჩემპიონატზე წალენჯიხის „იუვენტუსი“ გაემგზავრა

„იუვენტუსის“ აკადემიის ჩემპიონატზე წალენჯიხის „იუვენტუსი“ გაემგზავრა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ევროპაში გამართულ საფეხბურთო მატჩებში პირველად მონაწილეობას წალენჯიხის აკადემიის აღსაზრდელებიც მიიღებენ.

„ტურინში „იუვენტუსის“ აკადემიების მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. ევროპაში გამართულ საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობას პირველად წალენჯიხის აკადემიის აღსაზრდელებიც მიიღებენ. ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელები დღეს პირველ თამაშს ლონდონის აკადემიის გუნდთან გამართავენ. ჩემპიონატში, ჯამში, 26 ქვეყნის 36 აკადემია იღებს მონაწილეობას.

ამ ჩემპიონატს წინ უსწრებდა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის დავიდ ტრეზეგეს ვიზიტი საქართველოში, ფრანგმა ფეხბურთელმა წალენჯიხის აკადემიის აღსაზრდელებს საკუთარი ცოდნა გაუზიარა. პარტია „ლელოს“ ლიდერებმა უკვე დააანონსეს, რომ იუვენტუსის აკადემია თბილისშიც გაიხსნება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს