ალუდა ღუდუშაური - ტურბულენტურ ზონაში ვცდილობთ, თავი დავიცვათ და იმის ნაცვლად, პარტნიორები დაგვეხმარონ და გვითხრან, სად ხედავენ პრობლემას, გველაპარაკებიან სანქციების ენით - გვითხარით თქვე დალოცვილებო, რა არის ისეთი, რაც არ მოგწონთ

ტურბულენტურ ზონაში ვცდილობთ, თავი დავიცვათ და იმის ნაცვლად, რომ პარტნიორები დაგვეხმარონ და გვითხრან, სად ხედავენ პრობლემას, გველაპარაკებიან სანქციების ენით , - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, რუსეთის აგრესიულ ბუნებას საქართველო სისხლით უპირისპირდება.

„რუსეთი არის ამ ქვეყნის ოკუპანტი, ჩვენ არაერთხელ ვიბრძოლეთ. ასეთია ჩვენი ცხოვრება და იმათი აგრესიული ბუნება, ისინი ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებისკენ ისწრაფვიან და ჩვენ ამას სისხლით ვუპირისპირდებით. როდესაც ცენტრალური მაგისტრალიდან, რამდენიმე ასეულ მეტრში დგას აგრესორის ტანკები - ჩვენ ამ ტურბულენტურ ზონაში ვცდილობთ, რომ ჩვენი თავი დავიცვათ და იმის ნაცვლად, რომ საერთაშორისო პარტნიორები დაგვეხმარონ და გვითხრან, სად ხედავენ პრობლემას, გველაპარაკებიან სანქციების ენით“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, სანქცია არაპარტნიორული დამოკიდებულებაა და ეს არის ვითარება, როდესაც ამბობ, რომ „მე შენ უბრალოდ რაღაცას გიკრძალავ".

„მთავარი არის ჩვენთვის ის, რომ პარტნიორები ხომ ვართ, მეგობრებიც ხომ ვართ? ნამდვილად ხომ ასეა? გვითხარით თქვე დალოცვილებო, რა არის ისეთი, რაც არ მოგწონთ. ჩვენ ხომ გვაქვს უფლება, რომ დავსვათ კითხვა, სად არის პრობლემა? გვითხარით და ჩვენ პრობლემას მოვხსნით. თუ გვეტყვიან იმას, რომ კითხვები დავსვათ, თუ გვეტყვიან, რომ არის არა საღამო, არამედ დილა და ეს უნდა მივიღოთ ჭეშმარიტებად, გვითხრან და თუ ამას დაეთანხმება ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა, ჩვენ ვიტყვით, რომ კი ბატონო, ასე დავაწესოთ", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია