სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საზაფხულო დასაქმების პროექტს იწყებს

უმაღლესი სასწავლებლების და პროფესიული კოლეჯების სტუდენტებს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ საზაფხულო დასაქმების პროექტში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალგაზრდები ანაზღაურებად სტაჟირებას 2 თვის განმავლობაში გაივლიან, წარმატებულებს კი კომპანია დასაქმებას შესთავაზებს.

მათივე ცნობით, პროექტში მონაწილეობა შეეძლებათ ენერგეტიკის, შრომის უსაფრთხოების, ფინანსების, ლოჯისტიკის და სხვა მიმართულებების სტუდენტებს

„ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ ახალგაზრდა კადრები, რომლებსაც საშუალება ექნებათ პრაქტიკაში მიიღონ გამოცდილება და შემდეგ ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად. ჩვენ მათ შევუქმნით ყველა პირობას, რომ ღირსეულ გარემოში შეძლონ მუშაობის გაგრძელება“, - განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ტრაპაიძემ.

კომპანია, სტუდენტებს უნივერსიტეტებთან და კოლეჯებთან ერთად შეარჩევს. თუმცა, ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას შეუძლია გააგზავნოს რეზიუმე - მეილზე: vacancy@energo-pro.ge.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს