Visa საქართველოში ZEG ფესტივალის პარტნიორი და ციფრული შემოქმედების მხარდამჭერია

Visa, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, მეორე წელია ZEG - ამბის თხრობის ფესტივალის მხარდამჭერია. წელს, Visa-მ გამოაცხადა კონკურსი – „მომავლის კადრები“, რომლის გამარჯვებული და მენტორები, ZEG-ის ფართო აუდიტორიას კონკურსში მონაწილეობის გამოცდილებას გაუზიარებენ და კრეატორების ეკონომიკურად გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Visa ავრცელებს.

კონკურსის ფარგლებში, დამწყებ კონტენტ კრეატორებს საშუალება ექნებათ, შეისწავლონ იდეების სწორი ფორმულირება, კონტენტის შექმნა-დამუშავებისა და გაზიარების პრინციპები. წინასწარ შერჩეული, დამოუკიდებელი ჟიური ოთხ საუკეთესო მონაწილეს გამოავლენს, რომლებიც ოთხ სხვადასხვა დავალებას შეასრულებენ ციფრული უნარების გასაძლიერებლად. ფინალისტები, ჟიურის წევრების მენტორობით, შექმნილ ნამუშევრებს, სოციალური მედიის პლატფორმებზე გამოაქვეყნებენ, რათა გაზარდონ თავიანთი ცნობადობა ციფრულ სამყაროში.

„Visa-ში გვჯერა კრეატიულობის ძალის, რომელიც შთააგონებს პოზიტიურ ცვლილებებს და აძლიერებს ინოვაციებს. ZEG ფესტივალთან ჩვენი პარტნიორობაც საქართველოში ამბის თხრობის განვითარებასა და მასში ინოვაციური ელემენტების ინტეგრაციას ისახავს მიზნად. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, კონტენტ კრეატორები განსაზღვრავენ ამბის თხრობის მომავალს ციფრულ სამყაროში. Visa აქტიურად განაგრძობს საქართველოში ნიჭიერი ახალგაზრდებისა და შემოქმედებითი ადამიანების აღმოჩენას და მათ მხარდაჭერას, ჩვენი კონკურსიც სწორედ ამის დასტურია“ , - აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

კონკურსის მიზანი დამწყები კონტენტ კრეატორებისთვის განვითარების შესაძლებლობის შექმნა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაა. Visa, პარტნიორებთან ერთად, ეხმარება კრეატიულ ახალგაზრდებს ციფრული საკომუნიკაციო არხების პოტენციალის სრულ ათვისებაში, ხელს უწყობს მათ წინსვლას და ავითარებს უფრო დინამიკურ და ინკლუზიურ საზოგადოებას.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

ინფორმაციისთვის, Visa (NYSE: V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური,მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში