თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია „ორი იბერია - ევროპის  ორი კარიბჭე“ მიმდინარეობს

ქართველი, გერმანელი, იტალიელი, ესპანელი, ბრიტანელი მეცნიერები I საერთაშორისო კონფერენციაში „ორი იბერია - ევროპის ორი კარიბჭე” მონაწილეობენ, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების მიზანია კავკასიური იბერიისა და ესპანური იბერიის უძველესი კულტურების შესწავლა, მათი რეცეფცია და ამ ორ კულტურათა შორის პარალელებისა და სავარაუდო კონტაქტების კვლევა. კონფერენცია 3 უნივერსიტეტის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება.

ინფორმაციის მიხედვით, ღონისძიების გახსნას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ერეკლე ასტახიშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ნანა გაფრინდაშვილი, საქართველოში ესპანეთის სამეფოს საელჩოს საქმეთა რწმუნებული, მარკოს გრანადოს გომესი, კონფერენციის ორგანიზატორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

„კონფერენციის კონცეფცია, რომელიც ემყარება კავკასიური იბერიისა და იბერიის ნახევარკუნძულის უძველესი კულტურების შესწავლას, ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, ეს ღონისძიება ჩვენს ქვეყნებსა და უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს“,-აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ერეკლე ასტახიშვილმა. მისი თქმით, კონფერენციის მუშაობაში ქართველ და ესპანელ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობას იღებენ მომხსენებლები გერმანიიდან, იტალიიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

საქართველოში ესპანეთის სამეფოს საელჩოს საქმეთა რწმუნებულმა მარკოს გრანადოს გომესმა მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორ უნივერსიტეტებს.

„ტერიტორიული სიშორის მიუხედავად, ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს კულტურული სიახლოვე. ეს ჰარმონიული ურთიერთობა სხვადასხვა მოვლენაში იგრძნობა, მათ შორის ყოველდღიურ ცხოვრებაში. მჯერა, რომ აქ წარმოდგენილი დასკვნები შესაძლებლობას მოგვცემს, კიდევ უფრო მჭიდრო კავშირი დავამყაროთ ჩვენს ორ იბერიულ რეალობას შორის“, - განაცხადა მარკოს გრანადოს გომესმა.

მათივე ცნობით, სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულების იმუშავებს სექცია იმუშავებს, დაგეგმილია ქართული და ესპანური ფოლკლორული მუსიკისა და ცეკვის კონცერტი, ქართული და ესპანური ღვინოების დეგუსტაცია და მთარგმნელთა მრგვალი მაგიდა.

კონფერენციის მხარდამჭერები არიან: საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში (მადრიდი), ესპანეთის დიპლომატიური ოფისი საქართველოში (თბილისი), ბოსფორო. გვიანანატიკურობისა და ბიზანტიის კვლევის ჯგუფი, მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტი; ირანოლოგიის ესპანური საზოგადოება; სერვანტესის ინსტიტუტი სტამბოლში; ესპანეთის ანტიკური კვლევების საზოგადოება (მადრიდის განყოფილება); ბიზანტინისტიკის ესპანური საზოგადოება; თსუ ბასკოლოგიის ცენტრი.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა