„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს

„არქიმ“ და მსოფლიოში ლიდერმა აუდიტორულმა კომპანია „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს.

„დელოიტი“ დიდი ოთხეულის წევრი კომპანიაა, რომელიც არქის და მის ჯგუფში შემავალი კომპანიების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტს განახორციელებს. დელოიტის აუდიტორული მომსახურება არქისთვის მოიაზრებს საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრას, სანდოობას და უმაღლესი ხარისხის მონიტორინგს.

„მსოფლიოში ლიდერი აუდიტორული კომპანია „დელოიტი“ არქის და მის ჯგუფში შემავალ კომპანიებს გაუწევს აუდიტორულ მომსახურებას. აქამდეც მუდმივად ხორციელდებოდა „არქისა“ და მის ჯგუფში შემავალი კომპანიების აუდიტი, აღნიშნული ინფორმაცია იყო საჯარო და ქვეყნდებოდა ანგარიშგების პორტალზე. დელოიტთან თანამშრომლობა კი განვითარების კიდევ უფრო ახალი ეტაპია მონიტორინგისა და სანდოობის მხრივ“. - არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

„არქი“ 18-წლიანი გამოცდილების მქონე ლიდერი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელსაც ამ ეტაპზე 49 დასრულებული და 22 მიმდინარე პროექტი აქვს თბილისის ფაქტობრივად ყველა უბანში, ასევე ბაკურიანსა და ბათუმში. საერთო სამშენებლო ფართი კი 955 000 კვ.მ-ს შეადგენს. მათ შორის არის პრემიუმ კლასის, მრავალფუნქციური პროექტები: არქი უნივერსი, არქი რივერთაუნი, არქი ცენტრალური პარკი. უნდა გამოვარჩიოთ არქის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება - აპარტოტელები და სასტუმროები, რომლებიც მსოფლიოში წამყვან სასტუმროების ქსელებთან თანამშრომლობით შენდება. არქის ერთ-ერთი მიმდინარე ევროპული სტანდარტის მულტიფუნქციური აპარტოტელია - არქი რამადა ბათუმი, რომლის პარტნიორი Ramada Encore by Wyndham-ია, მსოფლიოში წამყვანი სასტუმროების ქსელის „ვინდჰემის“ ბრენდი. არქი რამადა ბათუმი გამორჩეულია, როგორც სამშენებლო მასალებითა და ინფრასტრუქტურით, ისე სასტუმროს მრავალფეროვანი სერვისებით.

უახლოეს მომავალში კიდევ არაერთი ახალი საცხოვრებელი სახლის, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბრენდების სასტუმროების მშენებლობა იგეგმება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: სიონი, რუსთავი, ქობულეთი, კახეთი.

(R)

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს