არჩილ თალაკვაძე - სუს-ი ერთი მხრივ, საზოგადოებას ეუბნება თუ არეულობის საფრთხეა, მეორე მხრივ, ამ საფრთხეებს და რისკებს ანეიტრალებს - ამიტომ არ მოხდა ის არეულობები, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა დაგეგმილი

გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდა - კარგი იქნებოდა, რომ ოპოზიციაც დასწრებოდა, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არეულობა სწორედ იმიტომ არ არის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეფექტურად მუშაობენ.

“გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდა. პასუხები ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე იყო გაცემული. ბევრი ძალიან საჭირო ინფორმაციაც მიაწოდა მან პარლამენტს. კარგი იქნებოდა, რომ ოპოზიციაც დასწრებოდა. რადიკალურმა ოპოზიციამ ვერაფერი მოიფიქრა გარდა იმისა, რომ “თუ სუს-ის პროგნოზები და ანალიზი მართალია ხოლმე წლების განმავლობაშიო, მაშინ რატომ არ ხდება ის არეულობა და დესტაბილიზაცია, რაზეც სუს-ი საუბრობდა წლების განმავლობაშიო” - ზუსტად იმიტომ არ ხდება, რომ ეფექტურად მუშაობენ სახელმწიფო ინსტიტუტები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ერთი მხრივ, საზოგადოებას ეუბნება თუ საფრთხეა, მეორე მხრივ, ამ საფრთხეებს და რისკებს ანეიტრალებს [სუს-ი]. ამიტომ არ მოხდა ის არეულობები, რომელიც თქვენ - რადიკალურ ოპოზიციას გქონდათ დაგეგმილი - ეს არის პასუხი”, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია