კახა კალაძე ოპოზიციაზე - ყველა წამოსულია „ნაციონალური მოძრაობიდან“, ამ გუნდის წევრები არიან თავისი შინაარსით, მსოფლმხედველობით - რაც  არ უნდა სახელები შეიცვალონ, კარგად ახსოვს, რას წარმოადგენენ ეს რადიკალები

ჯაფარიძეც იმ გუნდის წევრი იყო. ყველა წამოსულია „ნაციონალური მოძრაობიდან“, ამ გუნდის წევრები არიან თავისი შინაარსით, მსოფლმხედველობით - რაც არ უნდა სახელები შეიცვალონ, ყველას კარგად ახსოვს, რას წარმოადგენენ ეს რადიკალები“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ზურა გირჩი ჯაფარიძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელის თქმითაც, ერთობის შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი არ ექნება და უარს იტყვის ძალოვან სტრუქტურებში იყვნენ მისი პარტიის წევრები.

კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნა არის დიდი საფრთხის შემცვლელი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვისაც.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც შედგება კონკრეტული ადამიანებისგან. ეს ადამიანები წარმოადგენენ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, არიან ჩვეულებრივი რადიკალები, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნა არის დიდი საფრთხის შემცვლელი ჩვენი ქვეყნისთვის, პირველ რიგში, მოსახლეობისთვის, რადგან ის ძალადობა და სისხლიანი რეჟიმი ხალხს არ დავიწყებია. შეიძლება ბევრ ახალგაზრდას არ ახსოვს, როგორი მმართველობა იყო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და ის ადამიანები იყვნენ ხელისუფლებაში, რომლებიც დღეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ეს ყველაფერი ძალიან კარგად ახსოვს. „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო ხელისუფლების სახელი კი არ იყო, კონკრეტული ადამიანები ჩადიოდნენ, გვარამია, უგულავა, ყველა, იგივე ხაზარაძეს თავისი როლი ჰქონდა იმ უბედურებაში, რაც ქვეყანაში ხდებოდა.

სხვათა შორის, ჯაფარიძეც იმ გუნდის წევრი იყო. ეს პოლიტიკური დაჯგუფება ყველა წამოსულია „ნაციონალური მოძრაობიდან“ , ამ გუნდის წევრები აირან თავისი შინაარსით, მსოფლმხედველობით. რაც არ უნდა სახელები შეიცვალონ, ყველას კარგად ახსოვს, რას წარმოადგენენ ეს რადიკალები“, - განაცხადა კალაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია