„საქართველოს ბანკისა“ და UNDP-ს „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას“ კიდევ 15 მონაწილე გაივლის

“საქართველოს ბანკი“, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და EFSE Enterpreneurship Academy-ის ჩართულობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას აგრძელებს. პროგრამის ფარგლებში, 11-14 ივნისს ინტენსიური ვორკშოპები იმართება, რომელსაც 15 მეწარმე ქალი ესწრება. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინტენსიურ საგანმანათლებლო ვორკშოპებზე მეწარმე ქალები ცოდნას ელექტრონული კომერციის, გაყიდვების, გუნდის მართვის, ადამიანის უფლებების, მარკეტინგის, ფინანსებისა და მეწარმეობის შესახებ გაიღრმავებენ. თითოეული მიმართულების საინფორმაციო სესიას დარგის წამყვანი ექსპერტები და ბიზნეს ლიდერები უძღვებიან.

პროგრამის ეს ეტაპი მეწარმე ქალებს შესაძლებლობ ასაძლევს, საკუთარი ბიზნესის საჭიროებების შესახებ კვალიფიციური ინფორმაცია და რეკომენდაციები მიიღონ.

„მოხარული ვართ, რომ ინტერესი მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მიმართ მუდმივად მზარდია. მეცხრე ნაკადში 15 მეწარმე იღებს მონაწილეობას და მათ აქვთ შესაძლებლობა, თანამედროვე ბიზნესის მართვისთვის საჭირო ინფორმაციას გაეცნონ. ინტენსიური ვორკშოპები მათ ეხმარება, გააანალიზონ საკუთარი ბიზნესის გამოწვევები და უფრო მასშტაბური პერსპექტივიდან დაინახონ, თუ რა მიმართულებით სჭირდებათ ცოდნის გაღრმავება. პროგრამის ეს ეტაპი, ცოდნის მიღების გარდა, მეწარმე ქალებს საქმიანი წრის გაფართოების შესაძლებლობას აძლევს, რაც თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებით ღირებულია. ჩვენ მეწარმე ქალების მხარდასაჭერად მომავალში კიდევ არაერთ ინიციატივას განვახორციელებთ“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი რუსუდან ბარათაშვილი.

ინფორმაციისთვის, პროგრამა 200 მეწარმე ქალს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს. იგი ოთხ ღირებულებას - ცოდნას, მხარდაჭერას, გამოცდილებას და თანამშრომლობას ეფუძნება. ცოდნის ეტაპი businesscourse.ge-ზე სპეციალურად ქალი მეწარმეების საჭიროებების საპასუხოდ შექმნილი კურსების გავლას და პირისპირ ინტენსიურ ვორკშოპებს მოიცავს. მხარდაჭერის ეტაპზე პროგრამის მონაწილეები იღებენ ჯგუფურ და ინდივიდუალურ რეკომენდაციებს პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის. გამოცდილების ეტაპზე ქალ მეწარმეებს გრანტის მიღების შესაძლებლობა აქვთ, თანამშრომლობის ეტაპი კი ახალი პროფესიული კონტაქტების შეძენას გულისხმობს.

გაიგეთ პროგრამის შესახებ მეტი დეტალი საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია