მედია - პოლონეთი მის ტერიტორიაზე განლაგებული Patriot-ის სისტემის უკრაინისთვის გადაცემის წინააღმდეგია

პოლონეთი მის ტერიტორიაზე მდებარე ამერიკული Patriot-ის სისტემის უკრაინისთვის გადაცემას არ ეთანხმება, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მოადგილე, ცეზარი ტომჩიკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„პოლონეთი არ დათანხმდა პოლონური ბატარეის გადაცემას, პოლონური Patriot-ები იცავენ პოლონეთის ცას და ეს არ შეიცვლება“, - წერს ტომჩიკი.

თავის მხრივ, პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა, იაცეკ სივერამ განაცხადა, რომ პოლონეთში განლაგებული ამერიკული Patriot-ის დანადგარები უკრაინას არ უნდა გადაეცეს. მისი თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით ამერიკელ კოლეგა ჯეიკ სალივანთან საუბარს გეგმავს, რადგან მედიაში გავრცელებული ინფორმაცია შემაშფოთებელია.

„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის გავლითაც იგზავნება სამხედრო დახმარების უმეტესი ნაწილი, სადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ფრთოსანი რაკეტით სამჯერ დაირღვა საჰაერო სივრცე, რამაც ორი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, ქვეყანა, რომელსაც გადამწვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ უკრაინის მომარაგებისთვის, არამედ აღმოსავლეთ ფლანგზე მთელი შეკავების სისტემისთვის და შესაძლო თავდაცვის მომზადებისთვის“, - აღნიშნა იაცეკ სივერამ.

შეგახსენებთ, გუშინ, The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, პოლონეთში დისლოცირებული ამერიკული Patriot-ის სისტემის უკრაინაში გაგზავნას გეგმავს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია