ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტის „საბჭოთა მეხსიერება“ საინაუგურაციო ღონისძიებას უმასპინძლებს

14 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტის „საბჭოთა მეხსიერება“ საინაუგურაციო ღონისძიებას უმასპინძლებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, „საბჭოთა მეხსიერება“ არის სხვადასხვა პროექტისაგან შემდგარი ინიციატივა, რომლის მიზანია საზოგადოებას მოუთხროს აქამდე უცნობი ქართული ისტორიები, დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა და ხელი შეუწყოს რეპრესიების ისტორიის დოკუმენტირებას.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის კიდევ ერთხელ დასადასტურებლად ღონისძიება გააერთიანებს მხარდამჭერებსა და პარტნიორებს, ასევე ხაზს გაუსვამს სამოქალაქო საზოგადოების გადამწყვეტ როლს დემოკრატიულ ღირებულებათა დაცვისა და საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის ხელშეწყობაში.

გამომსვლელები: პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სტივენ ჯონსი, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართული კვლევების პროგრამის დირექტორი, რობინ ლ. დანიგანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში, პროფესორი ბექა კობახიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პარტნიორების პრეზენტაციები: პროექტს წარადგენს რაიან შერმანი, პროექტის მენეჯერი, მეხსიერების კვლევების კავკასიური ცენტრი, მალხაზ თორია, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია: რეპრესიების რუკების შედგენა რეგიონებში, გიორგი კანდელაკი. საქართველოს ეროვნული ფონდი: კულტურული მედეგობა – ადგილობრივი ნარატივები, დასავლური კავშირები, ლალი პერტენავა. მწერალთა სახლი: რეპრესირებული მწერლების მუზეუმი, ელინა ვალაიტე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: ქართული მემკვიდრეობის დაცვა ვიკიმედიით, ჰანს გუტბროდი. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი: ქართული მემკვიდრეობის დეკოლონიზაცია, ნინო ძანძავა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს