გივი მიქანაძე - ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროს განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს

დღეს საზოგადოებამ მოისმინა გააზრებული, კოორდინირებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია რეფორმების ერთობლიობის შესახებ, რომელიც განათლების სფეროს ყველა მიმართულებით ხორციელდება, ეს იქნება სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, უმაღლესი განათლება, პროფესიული განათლება, მეცნიერება თუ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობა, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს „მინისტრის საათის" ფორმატში მოუსმინეს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ეს არის ნათელი დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროს განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

მისივე განცხადებით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დასაფინანსებლად 2,5 მილიარდი ლარი გამოიყო, რაც 4-ჯერ აღემატება 2012 წლის მონაცემებს. უფრო მეტიც, 2024 წლის ნაერთი სახელმწიფო ბიუჯეტი თითქმის 3 მილიარდ ლარს შეადგენს.

გივი მიქანაძის თქმით, 2013 წელს ადრეული და სკოლამდელი აღზრდა მოქალაქეებისთვის უფასო გახდა და ამ წლიდან დაწყებული ის სრულად იფარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან,რამაც 35%-ით გაზარდა სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობა.

„აღსანიშნავია, რომ 2023 წელს UNICEF-ის მხარდაჭერით განხორციელებული კვლევის თანახმად, საბავშვო ბაღში მყოფი ბავშვების მშობლების/ოჯახის წევრების 93.6% კმაყოფილი არიან სკოლამდელი განათლების ხარისხით", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მან ყურადღება გაამახვილა ზოგად განათლებაზე და აღნიშნა, რომ სამინისტროს ინიციატივით და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან აქტიური თანამშრომლობის საფუძველზე 2004 წლის შემდეგ პირველად მოხდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის განახლება.

„ფაქტობრივად, ეს არის ახალი დოკუმენტი, რომელშიც მთავარი აქცენტი გაკეთდა სკოლის აღსაზრდელებში პატრიოტიზმის, ეროვნული სულისკვეთების, ეროვნული იდენტობის, სახელმწიფოებრივი აზროვნების, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემის, ზოგადსაკაცობრიო და უნივერსალური ღირებულებების ჩამოყალიბებასა და გაძლიერების საკითხებზე", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე, მათი მხარდაჭერისა და მოტივაციის ზრდისთვის გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა. ამ კონტექსტში მან მასწავლებლის ეროვნული დღის დაწესება და გამჭვირვალობის პრინციპით შერჩეული მასწავლებლების დაჯილდოება გაიხსენა.

რაც შეეხება სასკოლო ინფრასტრუქტურის საკითხს, გივი მიქანაძის ინფორმაციით, მთავრობა ახორციელებს 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის უმსხვილეს პროექტს რომლის მიხედვითაც, 2027 წლის ბოლოსთვის, ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო სკოლა უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე სტანდარტების სასწავლო გარემოთი.

„ამ ციფრების ფონზე საზოგადოებას უნდა შევახსენით, რომ 2004-2012 წლებში მაშინდელი ხელისუფლების მმართველობის პირობებში, 53 სკოლის ლიკვიდაცია მოხდა, 264 სკოლა რეორგანიზაციის გზით მიუერთდა სხვა სკოლას, ხოლო 12 საჯარო სკოლის შენობა საერთოდ გასხვისდა", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, 2013 წლიდან დაინერგა და წარმატებით ხორციელდება „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის" პროგრამა. დღეისთვის სახელმძღვანელოები ყველა საჯარო სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის უფასოა.

გივი მიქანაძის თქმით, უმაღლესი განათლების კუთხით აღსანიშნავია 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან გაორმაგებულ სტიპენდიატთა რაოდენობა.

„ყურადღების მიღმა ვერ დარჩება ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულება, რაც მთავრობის უპრეცედენტო გადაწყვეტილების შედეგია. საბოლოო ჯამში, მთავრობის ეს შეთავაზება შეეხო, როგორც საჯარო, ისე კერძო უნივერსიტეტის დაახლოებით 27 000 სტუდენტს, რომელთა არსებული დავალიანება - ჯამში 30 მილიონ ლარამდე ჩამოეწერათ", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 2018 წელს მიღებულ იქნა ახალი კანონი „პროფესიული განათლების შესახებ", რომელიც პასუხობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ისეთ ვალდებულებებს, როგორიცაა - მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისა და საკვანძო კომპეტენციების განვითარება. მისი თქმით, მნიშვნელოვნად გაიზარდა პროფესიული განათლების ბიუჯეტიც, რომელმაც 2024 წელს შეადგინა 118 მილიონი ლარი, მაშინ როდესაც 2012 წლისთვის პროფესიული განათლების ბიუჯეტი 17 მილიონი ლარი იყო, ანუ 7-ჯერ არის გაზრდილი.

„დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ" კანონში საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას დაუბრუნდა წევრ-კორესპონდენტების არჩევის შესაძლებლობა. წინა ხელისუფლების მიზანმიმართულმა ქმედებებმა, 2009 წლის 1 მაისიდან გააუქმა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას წევრ-კორესპონდენტთა არჩევის სამართლებრივი საფუძვლები. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მეცნიერების განვითარებისთვის განსაზღვრული სახელმწიფო ბიუჯეტის ოდენობა, კერძოდ, სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი 2024 წელს, 2012 წელთან შედარებით, 4-ჯერ გაიზარდა, სამეცნიერო გრანტების გაცემისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიმართულებით - თითქმის 3-ჯერ, ხოლო სამეცნიერო დაწესებულებების პროგრამები დაფინანსების კუთხით, დაახლოებით 5-ჯერ", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

გივი მიქანაძის შეფასებით, 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების, ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუტის შექმნის, ახალგაზრდების დასაქმებისა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის უზრუნველყოფის მიმართულებით.

„ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვასა და მყარი ინსტიტუციური ჩარჩოს საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა. ახალგაზრდების ჩართულობით შემუშავდა და 2014 წელს დამტკიცდა ახალგაზრდული პოლიტიკის პირველი დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა. მიღწეული პროგრესისა და შემდგომი განვითარების გათვალისწინებით, 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა „საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია", ამ დოკუმენტში, რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებით, გაწერილია 2030 წლამდე სახელმწიფოს მიერ მისაღწევი კონკრეტული შედეგები",- აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მანვე ყურადღება გაამახვილა „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე.

„სწორედ ამ ინიციატივით ახალგაზრდებს, დამამთავრებელი კურსის, პროფესიული თუ უმაღლესი დიპლომის მქონე ათასობით მოქალაქეს საჯარო სამსახურში სტაჟირების გავლის პერიოდი სტაჟში ეთვლებათ, რაც მათ სრულ შესაძლებლობას აძლევთ თავი დაიმკვიდრონ საქართველოს საჯარო სექტორში. ამასთანავე, 2024 წლიდან საჯარო სამსახურში სტაჟირება გახდა ანაზღაურებადი და გაიზარდა სტაჟიორთა მიღების რაოდენობის შესაძლებლობა უწყების საშტატო შემადგენლობის 10-დან 20%-მდე", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა