არჩილ თალაკვაძე - მასწავლებლების, პროფესორების, ლექტორების სოციალური პირობების გაუმჯობესება ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა

მასწავლებლები, პროფესორები, ლექტორები და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა და კარგია, რომ მინისტრმა აქაც პრინციპული გადაწყვეტილებები აჩვენა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე, განაცხადა სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი ამილახვარს მოუსმინეს.

არჩილ თალაკვაძის განმარტებით, პედაგოგების სოციალური პირობები უმჯობესდება და უკვე ივლისიდან მათ ხელფასები კიდევ გაეზრდებათ.

„მასწავლებელი, რომელიც გაკვეთილების და ლექციის ჩატარების დროს ფიქრობს ელემენტარულ საბაზისო, სოციალურ საკითხებზე, შეუძლებელია ბოლომდე შეძლოს თავისი პოტენციალის რეალიზება, ბოლომდე იყოს კონცენტრირებული და გადართული იმ ამოცანაზე, რასაც ქვია განათლების მიწოდება. ამიტომ როგორი თავდადებულებიც არიან მასწავლებლები, როგორი თავდადებულებიც იყვნენ ისინი ყველაზე რთულ დროს, როდესაც საქართველოს სჭირდებოდა - დღეს სახელმწიფოს მოვალეობაა აჩვენოს თავდადება და საპასუხო მხარდაჭერა მათ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია