საბა ბუაძე - იპოდრომის ტერიტორიაზე 77-სართულიანი ცათამბჯენისა და 6 მოზრდილი შენობის აშენება იგეგმება - ეს არის კალაძის ურბანული გენოციდის გაგრძელება

იპოდრომის ტერიტორიაზე 77-სართულიანი ცათამბჯენისა და 6 მოზრდილი შენობის აშენება იგეგმება, ეს არის კალაძის ურბანული გენოციდის გაგრძელება - ამ მშენებლობის განხორციელება კატეგორიულად დაუშვებელია , - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს „ლელოს“ დეპუტატმა, საბა ბუაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე „ქართული ოცნება“ ამ დანაშაულისთვის მწვანე შუქის მიცემას აპირებს.

როგორც ბუაძემ განაცხადა, ოპოზიცია ამ მავნებლობის საწინააღმდეგოდ ყველაფერს გააკეთებს, მათ შორის, გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

„ჩვენ ვართ ახლა იპოდრომის ტერიტორიაზე. იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ივანიშვილი ყიდის „ვისოლ ჯგუფზე“ და ფხაკაძეებზე, იმისთვის, რომ ამ რაიონის ეს უკანასკნელი მწვანე სივრცე განადგურდეს და აქ გაკეთდეს 400 000 მ2 უზარმაზარი კომპლექსი - 77-სართულიანი ცათამბჯენი და 6 მოზრდილი შენობა, რომელთა სართულიანობა არის 50-დან 40 სართულამდე. ეს არის ამ ქალაქის უკანასკნელი მწვანე სივრცის განადგურება იმისთვის, რომ ივანიშვილმა გააკეთოს ფული და მიიღოს ის 80 მილიონი, რა ღირებულებითაც ეს ტერიტორია გაყიდა. ეს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ქალაქს კიდევ დამატებით საფრთხეში ჩააგდებს, როგორც სატრანსპორტო, ისე ურბანული და ეკოლოგიური თვალსაზრისით. ამ მშენებლობის განხორციელება არის კატეგორიულად დაუშვებელი. სამწუხაროდ, დღეს თბილისი საკრებულოში „ქართლი ოცნება“ მარტო აპირებს, რომ ჩაიდინოს ეს დანაშაული და მხარი დაუჭიროს ამ ურბანულ გენოციდს. ეს არის კალაძის ურბანული გენოციდის გაგრძელება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევეწინააღმდეგოთ ამ მავნებლობას და დანაშაულს. პირველ რიგში, გავასაჩივრებთ სასამართლოში, ვიბრძოლებთ აუცილებლად და ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, ეს მშენებლობა აუცილებლად გაჩერდება,“ - განაცხადა ბუაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში