თსუ-ში საუნივერსიტეტო კვლევების ინტერნაციონალიზაციაზე, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის საერთაშორისო მიღწევებზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე პანელური დისკუსია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო კვლევების ინტერნაციონალიზაციაზე, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის საერთაშორისო მიღწევებზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე პანელური დისკუსია გაიმართა.

როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიებაზე საერთაშორისო პროექტებში მონაწილე თსუ-ს მეცნიერებმა უცხოელ კოლეგებთან ერთად მიმოიხილეს ერთობლივი საერთაშორისო პროექტები, აქტუალური სამეცნიერო თემატიკა და შეაფასეს ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით არსებული გამოწვევები.

თსუ-ს რექტორის მოადგილის ერეკლე ასტახიშვილის თქმით, ინტერნაციონალიზაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ფუნდამენტური საკითხი და მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. „თსუ ძალისხმევას არ იშურებს, რომ ხელი შეუწყოს ინკლუზიურ სამეცნიერო გარემოს, რომელიც უფრთხილდება და აფასებს მრავალფეროვნებას, ხელს უწყობს კულტურათაშორის ურთიერთგაგებას და ამზადებს სტუდენტებს, პროფესორებსა და პერსონალს გლობალურ სამყაროში წარმატებისთვის - ეს ჩვენი ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკაა და ჩვენ ამაყები ვართ, რომ ეს პოლიტიკა ძალიან წარმატებულია. ამის დასტურია არაერთი ფაქტი, მათ შორის, დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი საერთაშორისო პროექტები, რომელშიც ჩვენი მეცნიერები აქტიურად არიან ჩართული“, - განაცხადა ერეკლე ასტახიშვილმა.

პანელურ განხილვაში მონაწილეობდნენ ბირთვული გაკვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) დიდ ადრონულ ამაჩქარებელზე (LHC) მიმდინარე ATLAS ექსპერიმენტში ჩართული თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის (თსუ მეფი) ფიზიკოსები და მათი კოლეგები CERN-იდან. მათ მიმოიხილეს ATLAS სამეცნიერო კოლაბორაცია - საქართველოს კლასტერის საქმიანობა CERN -ის ATLAS ექსპერიმენტში.

ATLAS (A Toroidal LHC AparatuS) ექსპერიმენტი წარმოადგენს პროექტს ფუნდამენტური გამოკვლევების სფეროში, რომელიც იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიების უახლოეს მიღწევებს სამყაროზე ჩვენი წარმოდგენების კვლევისა და მათი გაფართოების მიზნით. ATLAS ექსპერიმენტი ერთ-ერთია იმ 4 ძირითადი ექსპერიმენტიდან, რომლებიც ხორციელდება CERN -ში დიდ ადრონულ ამაჩქარებელზე.

ღონისძიებაზე ასევე განიხილეს KM3NeT - საერთაშორისო სამეცნიერო პროექტი ხმელთაშუა ზღვაში. KM3NeT ნეიტრინული ფიზიკის და ასტროფიზიკის საერთაშორისო სამეცნიერო პროექტია, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი 2017 წელს შეუერთდა. თანამშრომლობის მიზანია ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე განალაგოს ნეიტრინული დეტექტორები, რომელთა საშუალებით შესაძლებელი იქნება კვლევების ჩატარება ნეიტრინულ ფიზიკასა და ასტროფიზიკაში.

KM3NeT პროექტის ინსტიტუტების საბჭოს თავმჯდომარის, პროფესორ ულრიხ კაცის თმით, ქართველი მეცნიერების და სტუდენტების კონტრიბუცია KM3NeT პროექტში ძალიან დიდია. „ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ სამომავლო სამეცნიერო თანამშრომლობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან“, -აღნიშნა პროფესორმა ულრიხ კაციმ.

პანელურ დისკუსიაზე ასევე იმსჯელეს პროექტზე ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი - GGSB/GGSB-PLUS. GGSB-ის თანამშრომლობა აკავშირებს ორივე ქვეყნის მეცნიერებსა და სტუდენტებს საერთო კვლევითი პროექტებით და უნივერსიტეტებში განათლების გზით, რითაც ხელს უწყობს ქართულ-გერმანულ სამეცნიერო და კულტურულ ურთიერთობებს.

ღონისძიებაზე, ასევე, ისაუბრეს საზღვარგარეთ ქართველოლოგიური ცენტრების სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზე და იმ ღონისძიებაზე, რაც მომავალში უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოს, როგორც გეოგრაფიულ, ეკონომიკურ და კულტურულ ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.

ინტერნაციონალიზაცია უნივერსიტეტების სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის უზრუნველყოფა, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობა და უნივერსიტეტის საერთაშორისო აღიარების მოპოვებაზე ზრუნვა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ამ მხრივ, დიდ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაციები, რომელთა ფარგლებშიც განხორციელებული კვლევები ხელს უწყობს უნივერსიტეტებისა და ქვეყნის სამეცნიერო ხილვადობის გაზრდასა და ახალი შესაძლებლობების გაჩენას.

ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ