„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორისა და პარტნიორის ნათია ჯანაშიას ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა კომპანიის ე.წ. ინვესტორისა და ამჟამინდელი წილის 70%-ის მფლობელი სს „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორის ირაკლი გილაურისა და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის დირექტორის“ გიორგი კეთილაძის წინააღმდეგ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა, რომელშიც ირაკლი გილაურსა და გიორგი კეთილაძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (მოტყუებით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების დაუფლება) შესაძლო ჩადენას ედავება.

აღნიშნული დანაშაული გულისხმობს თაღლითობას და, მე-4 ნაწილის ა ქვეპუნქტის თანახმად, ასეთი დანაშაულის ჩადენა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან 10 წლამდე.

საქმე ეხება ინვესტორის, „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორის, ირაკლი გილაურის მხრიდან სკოლის წინაშე მემორანდუმით და შემდეგ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას.

კერძოდ, 2018 წლის ოქტომბერში სკოლის წილის 100%-ის მფლობელს ნათია ჯანაშიას ე.წ. ინვესტორმა, „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორმა ირაკლი გილაურმა და მისმა წარმომადგენელმა გიორგი კეთილაძემ მიმართეს. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად ნათია ჯანაშია დაარწმუნეს, რომ ბრიტანულ-ქართული აკადემიის განვითარებაში ათეულობით მილიონი ლარის ინვესტირებას განახორციელებდნენ. კერძოდ, ორ სასკოლო კამპუსს მოაწყობდნენ ლისისა და ოქროყანის ტერიტორიაზე. ამ ინვესტიციების დაპირების სანაცვლოდ ირაკლი გილაური და მისი წარმომადგენელი გიორგი კეთილაძე ნათია ჯანაშიას კომპანიის 70%-იანი წილის დათმობაზე შეუთანხმდნენ.

ამასთანავე, ირაკლი გილაურთან და გიორგი კეთილაძესთან მოლაპარაკებებისა და შემდეგ მემორანდუმის გაფორმების დროს (წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე) სს „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორის ირაკლი გილაურისა და მისი წარმომადგენლის გიორგი კეთილაძის მხრიდან არაერთხელ ცალსახად იყო გაცხადებული პოზიცია, რომ ახალი სკოლები უნდა აშენებულიყო იმ მომენტში ე.წ. ინვესტორის (სს „საქართველოს კაპიტალი“) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ოქროყანაში და ოქროყანის მიწა ნულოვანი საინვესტიციო ღირებულებით გადაეცემოდა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიას“. ოქროყანის მიწის სკოლისთვის ნულოვანი ღირებულებით გადაცემა მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესის ნაწილი იყო და „საქართველოს კაპიტალს“ დეტალურ საინვესტიციო მოდელშიც აქვს დაფიქსირებული.

გარდა იმისა, რომ დღეს ე.წ. ინვესტორი უარს ამბობს ოქროყანის მიწის წინასწარ შეთანხმებული პირობით სკოლისთვის გადაცემაზე, „საქართველოს კაპიტალს“ პარტნიორობის 5 წლის განმავლობაში არანაირი ფულადი ინვესტირება არ განუხორციელებია სკოლის განვითარებაში. ნათია ჯანაშიას მხრიდან არაერთი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ „საქართველოს კაპიტალმა“ გადაწყვიტა ოქროყანის მიწით მანიპულირება და იძულების წესით შეეცადა მიწის სკოლის კაპიტალში შეტანა, თანაც ისეთი პირობით, რომელიც ნათია ჯანაშიას კუთვნილი 30%-ის მითვისებასაც გამოიწვევდა.

საჩივარში კიდევ ერთი მუხლია მოყვანილი. ადვოკატი დიმიტრი მჭედლიშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 202-ე მუხლით (ინსაიდერული ინფორმაციის, კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება, გადაცემა, გახმაურება ან გამოყენება) გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნებს ხედავს სს „საქართველოს კაპიტალის“ უფლებამონაცვლე შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ ქმედებებში.

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის ნათია ჯანაშიას ადვოკატი საქართველოს გენერალურ პროკურატურას სთხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას, რათა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად ჩატარდეს გამოძიება სს „საქართველოს კაპიტალის“ წარმომადგენლების - ირაკლი გილაურის, გიორგი კეთილაძისა და სხვა პირთა შესაძლო დანაშაულებრივი განზრახვის დროულად გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით.

ნათია ჯანაშია აცხადებს, რომ დღეს მისი და მისი მეუღლის უმთავრესი მიზანი მათ მიერვე 18 წლის წინათ დაფუძნებული „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დაცვაა არაკეთილსინდისიერი ინვესტორისგან, რათა სკოლას არ მიადგეს გამოუსწორებელი რეპუტაციული, მატერიალური და სხვა ზიანი. ასევე, არაფერი დაემუქროს აკადემიურ პროცესს და რაც მთავარია - ბავშვების მომავალს.

(R)

ირაკლი მელაშვილი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევანია ან აქეთ - ევროპისკენ, ან იქით - რუსეთისკენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
გაზმომარაგების უმსხვილესმა კომპანია, „თბილისი ენერჯიმ“ BDO Digital-თან პარტნიორობით კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, ISO/IEC 27001:2022 დანერგა
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
ახალი „ლენდ კრუიზერ პრადო“ - ლეგენდის თანამედროვე გაგრძელება
20 ივლისიდან სილქნეტი ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეებს გაზრდის
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე იწვევს
კავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტებული პირველი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა ქვეყანაში
მეხუთე თაობის „სანტა ფე“ - მზად ნებისმიერი თავგადასავლისთვის