რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ეზიდთა თემის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ეზიდური თემის წარმომადგენლებს შეხვდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დელეგაციის სტუმრობა საქართველოს ეზიდთა თემის დღესასწაულს უკავშირდება - ხვალ, საქართველოს ეზიდთა თემის თბილისის სალოცავის დღე, „ტავაფა ეზიდი" აღინიშნება, რომელსაც, ტრადიციულად, მრავალი სტუმარი ჰყავს. სააგენტოს ცნობით, ასეა ამჯერადაც და რელიგიის სააგენტოს ეწვივნენ: საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს თავმჯდომარე, ახტიარი დიმიტრი ფირბარი, გერმანიის ეზიდური თემის ხელმძღვანელი შაჰაბ დაგი და მისი მოადგილე თელიმ თოლანი, ერაყიდან - ეზიდთა სულიერი ლიდერის ვაჟები: ფარჰად ხურტო ჰაჯი და. სამირ ხურტო ჰაჯი, პეტერბურგის ეზიდური თემის ხელმძღვანელი მურაზ ბროიანი, კალინინგრადის ეზიდური თემის წევრი მურაზ მსტოიანი, იაროსლავლის ეზიდური თემიდან - ბარის ლაზგინიანი, ჯასიმ ბროიანი და ჯასიმ პოლატოვი, რიაზანის ეზიდთა თემიდან ჰასან ოზმანიანი, ტვერის ეზიდთა წარმომადგენელი ზადო ისებია, ჰამბურგის ეზიდთა თემიდან სალიჰ ჩეტე, ეზიდური რელიგური საბჭოს წინძღვარი, შეიხი შერვან სერემენტი, ერაყის ელჩის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი გერმანიასა და ვენესუელაში საიდ ფირმურატი, ასევე, თემურ კატანი, მერაბ ხუდოევი და ნიმრ ქაჩო ჰასამი.

„ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს გააცნო საქართველოს სახაელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის ძირითადი საკითხები, ისაუბრა საქართველოში არსებულ ტრადიციულ ტოლერანტულ გარემოზე და არსებული რელიგიური ორგანიზაციების როლზე მის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში. რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოს ეზიდთა თემის, ეზიდთა სასულიერო საბჭოს საქმიანობას და აღნიშნა, რომ ეზიდ მოქალაქეებს მნიშვნელოვანი როლი შეაქვთ ქვეყნის აღმშენებლობაში.

სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, აღნიშნეს ქართული სახელმწიფოს განსაკუთრებული როლი და ასევე, რელიგიის სააგენტოსა და პირადად ზაზა ვაშაყმაძის მნიშვნელოვანი როლი ეზიდური თემის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. მათი თქმით, საზღვარგარეთ მყოფმა ეზიდება კარგად იციან, როგორ ტოლერანტული გარემოში ცხოვრობენ ეზიდები საქართველოში, აქვთ სალოცავი ტაძარი, გახსნილია აკადემია. ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გერმანიიდან აღნიშნა, რომ ყოველ წელს ჩამოდის დღესასწაულზე და შინ დაბრუნებული ამბობს, რომ საქართველოში გახსნილ ეზიდურ აკადემიაში მიიღო განათლება, რომ ასეთი სასწავლებელი გერმანიაში მცხოვრებ ეზიდებს არ აქვთ.

საუბრის ბოლოს, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმრებს წინასწარ მიულოცა დღესასწაული. შეხვედრას ესწრებოდნენ რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე და ანალიტიკოსი ზვიად ტყაბლაძე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა