„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

16 ივნისს, სოფელ წიწამურის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ერთ-ერთი ცენტრალური წყალსადენის მაგისტრალური მილი, რომელიც ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.

კომპანიის ცნობით, ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

„მილის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 16 ივნისს, დღის 13:00 საათიდან 17 ივნისის ღამის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაჟა-ფშაველას IV, V, VI, VII კვარტლებს ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს. ნუცუბიძის III მიკრორაიონს, I მიკრორაიონის ნაწილს, პიკასოს, შავგულიძის, ჟღენტის, ნადირაძის, შავიშვილის, სანდრო ეულის და მიმდებარე ქუჩებს, ნუცუბიძის მიკრორაიონების და კვარტლების ნაწილს, შავგულიძის, მინდელის, პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის, კვაჭაძის, ბიწაძის, კედარის, გელოვანის, ზალდასტანიშვილების, ჩიქოვანის, ბუდაპეშტის, ნადარეიშვილის, დელისის I, II, III ქუჩებს, გაზაფხულის, თავხელიძის, ქავთარაძის და მიმდებარე ქუჩებს. სოფელ ძველ ვეძისს, დიღომი 7-ს. სოფელი დიღიმის ქუჩების ნაწილს - ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

სოფელ თხინვალას, ლისის დასახლებას, ერისთავის, დგებუაძის, გვარამაძის და მიმდებარე ქუჩებს.

წეროვანის დასახლებას, სოფელ ნატახტარს, წიწამურსს და ქალაქ მცხეთას.

ზაჰესის ქუჩების ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს