გიგა ბოკერია - რეჟიმი ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა, ყველაფერი მათი მარცხისკენ მიდის

ჩვენს ეს მხოლოდ მათ სისუსტედ უნდა აღვიქვათ, ყველაფერი მათი მარცხისკენ მიდის. მთავარია, ეს ლეგიტიმური ბრაზი არ გადაიზარდოს სასოწარკვეთაში, რადგან ასეთი სუსტები არასდროს არ ყოფილან. ახლა მხოლოდ ამაზე უნდა ვიფიქროთ და პროტესტის გაგრძელებაზე, განსაკუთრებით შემოდგომიდან აქტიურ ფაზაში გადასვლაზე,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომელიც ოპოზიციონერებზე, აქტივისტებსა და მოქალაქეებზე განხორციელებულ თავდასხმებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, საზოგადოებას საქმე შეშინებულ რეჟიმთან აქვს, რომელიც არასდროს არ ყოფილა ისეთი სუსტი, როგორიც დღესაა.

„მათი ეს ხელწერა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ იმან, რაც ჩვენ ვიხილეთ საზოგადოების მონაწილეობით მთელი საქართველოს მასშტაბით, რა ნებაც მოქალაქეებმა გამოხატეს და რასაც ყოველდღე აწყდებიან მათთან შეხვედრისას, ამან განსაკუთრებით შეაშინა. ამ ვითარებაში კი ასეთ სამარცხვინო და უტიფარ ძალადობას მიიჩნევენ საკუთარ იარაღად.

ჩვენს ეს მხოლოდ მათ სისუსტედ უნდა აღვიქვათ, ყველაფერი მათი მარცხისკენ მიდის. მთავარია, ეს ლეგიტიმური ბრაზი არ გადაიზარდოს სასოწარკვეთაში, რადგან ასეთი სუსტები არასდროს არ ყოფილან. ახლა მხოლოდ ამაზე უნდა ვიფიქროთ და პროტესტის გაგრძელებაზე, განსაკუთრებით შემოდგომიდან აქტიურ ფაზაში გადასვლაზე.

არჩევნების დღის ჩათვლით ის ატმოსფერო უნდა გვქონდეს, რომელიც ვიხილეთ დიდ აქციებზე და ამ მკაფიო უმრავლესობის ნება უნდა გარდაიქმნას კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერაში.

არც ეს ძალადობა უშველით და არც რაიმე მსგავსი რამ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს