"ტოპ|ქარდის" პორტფელის ლიბერთიში მიგრაცია დასრულებულია

2024 წლის მარტში ლიბერთიმ "რე|ბანკის" პროდუქტი "ტოპ|ქარდი" და საცალო საკრედიტო პორტფელი შეიძინა. "ტოპ|ქარდის" ლიბერთის სისტემაში ინტეგრაციის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდა და წარმატებით დასრულდა. შედეგად, მომხმარებლების არსებული აქტიური ანგარიშები ავტომატურად ხელმისაწვდომი გახდა ლიბერთიში და უცვლელი დარჩა როგორც დამტკიცებული ლიმიტები, ასევე პროდუქტის პირობები. ლიბერთის გუნდმა დამატებით სიახლე - ციფრული ‘ტოპ|ქარდი’ შესთავაზა მომხმარებლებს და ბარათის განახლება ციფრულ ფორმატშიც გახდა შესაძლებელი. ციფრული ‘ტოპ|ქარდის’ აღება ლიბერთის ინტერნეტ და მობაილ ბანკში სულ რამდენიმე წამშია შესაძლებელი.

მომხმარებლებს, რომლებიც აქამდე არ სარგებლობდნენ ‘ტოპ|ქარდით’, მისი აღება შეუძლიათ როგორც ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში, ასევე პარტნიორ ობიექტებში - ლიბერთის განვადების მენეჯერებთან და დისტანციურად, ახალი ვებ გვერდის საშუალებით: https://libertycredit.ge/ , სადაც ასევე ხელმისაწვდომია დეტალური პირობები და 3000-ზე მეტი პარტნიორი ობიექტის ჩამონათვალი.

„ლიბერთის გუნდისთვის ‘ტოპ|ქარდის’ შეძენა, უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბების გზაზე კიდევ ერთი სტრატეგიული ნაბიჯი იყო. ლიბერთის საცალო მიმართულება დინამიურად ვითარდება, ძლიერდება გუნდი, იქმნება მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული ახალი პროდუქტები და შეთავაზებები, რომელთა შორის ‘ტოპ|ქარდი’ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს, მიგრაციის პროცესის უმოკლეს დროში წარმატებით დასრულებისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ‘ტოპ|ქარდის’ მომხმარებლებს საუკეთესო გამოცდილება შევუქმნათ.“ - ბექა გოგიჩაიშვილი, ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი.

ლიბერთის შესახებ: ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4,500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

(R)

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა