როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას

რუკაზე აირჩიო სასურველი ქვეყანა, იყიდო ბილეთი, აიღო ზურგჩანთა და წახვიდე მსოფლიოს ნებისმიერი ადგილის აღმოსაჩენად, ახალი თავგადასავალის დასაწყისია. მოგზაურობა წელიწადის ყველა დროს ახალი გამოცდილება და ყოველდღიური დამღლელი ცხოვრებისგან ერთგვარი განტვირთვის საშუალებაა. მნიშვნელობა არ აქვს სად, რა მიზნით ვმოგზაურობთ, რადგან ნებისმიერი ვოიაჟი ახალი შთაბეჭდილებებით გვავსებს და ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება. სხვადასხვა ქვეყნის, კულტურის, გარემოს და ხალხის გაცნობა, სამზარეულოების დაგემოვნება, ტურისტული ღირსშესანიშნაობების ნახვა, ყოველთვის საინტერესო შთაბეჭდილებებთან ასოცირდება და დროთა განმავლობაში, იმ სასიამოვნო მოგონებებად იქცევა, რომელიც ცუდ გუნებაზე ყოფნის დროს გვამხნევებს, გვახალისებს და უსიამოვნებებთან დანებების საშუალებას არ გვაძლევს. მცირევადიანი მოგზაურობაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანი ახალი ენერგიით აივსოს, აიმაღლოს გუნება-განწყობა, თუმცა ახალი ქვეყნის თუ ქალაქის გაცნობის მიღმა, არაერთი პრობლემა და გამოწვევა გვხვდება. ახალ გარემოსთან ადაპტირებით განპირობებული სტრესი, შფოთვა, კვებითი რაციონისა თუ სასმელი წყლის ცვლილება, შესაძლოა რიგი გართულებების წინაპირობა გახდეს. შესაბამისად, მოგზაურობა მხოლოდ ვარდისფერ ფერებში არ გვხვდება და ყოველდღიურად უამრავი სიახლის თუ დაბრკოლების გადალახვა გვიწევს – მოგზაურობისას ერთ-ერთი მთავარი უსიამოვნო გამოწვევა შესაძლოა დიარეა იყოს.

დიარეა ეს არის გახშირებული დეფეკაცია (³3-ჯერ დღეში) სითხის შემცველი ან წყლისებრი განავლოვანი მასებით.

სხვადასხვა ტიპის დიარეებს შორის საკმაოდ გავრცელებულია ე.წ. მოგზაურთა დიარეა. მისი რისკი სწორედ სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტისას იზრდება. ე.წ. მოგზაურთა დიარეის გამომწვევია მოგზაურობასთან დაკავშირებული სტრესი, ასევე გარემოს, წყლის, ჰაერის თუ საკვები რაციონის ცვლილება, თუმცა შესაძლებელია ინფექციური აგენტითაც (მაგ. ნაწლავის ჩხირი) იყოს განპირობებული.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 2 მილიარდზე მეტი დიარეით მიმდინარე დაავადების შემთხვევა ფიქსირდება. დიარეის დროს სხეული კარგავს დიდი რაოდენობით სითხესა და მინერალებს (ნატრიუმი, კალიუმი, ქლორი და სხვა). ამ დროს ირღვევა ე.წ. წყალ-მარილოვანი ბალანსი და ორგანიზმი გაუწყლოების, ანუ დეჰიდრატაციის საფრთხის წინაშე დგება. გარდა ამისა, ფაღარათის დროს იცვლება ნაწლავური მიკრობიოტა, მცირდება ე.წ. „მეგობარი ბაქტერიების“ რაოდენობა, რაც თავის მხრივ, გახანგრძლივებული დიარეის განვითარების დამატებითი რისკ-ფაქტორია.

მოგზაურთა დიარეა, როგორც წესი, არ არის სერიოზული პათოლოგიური მდგომარეობა და ჩვეულებრივ 3-5 დღეში გაივლის, თუმცა ის სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა მას თან ახლდეს – მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება – უსიამოვნო და ყურადსაღებია. ამიტომ, მისი პრევენცია და დროული მართვა მნიშვნელოვანია.

მოგზაურთა დიარეის პროფილაქტიკაზე ზრუნვა მოგზაურობის წინა მომზადების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია ჰიგიენის ნორმების დაცვა, ხელების ხშირი დაბანა. მოგზაურობისას სიფრთხილით უნდა მივუდგეთ უცხო საკვებს და დელიკატესებს, საკვები რაციონის შერჩევისას გავითვალისწინოთ ამა თუ იმ ქვეყნის კულინარიული თავისებურებები. მნიშვნელოვანია, სიმპტომების გამოვლენისთანავე მივიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, განსაკუთრებით ელექტროლიტებით მდიდარი სითხეები, მივიღოთ პრობიოტიკები (ე.წ. „მეგობარი ბაქტერიები“), რათა თავიდან ავირიდოთ ნაწლავური მიკრობიოტის დისბალანსი და ამით ხელი შევუწყოთ დიარეის სწრაფ კუპირებას.

მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ისევე, როგორც საქართველოში, ტურიზმი კარგად არის განვითარებული, შესაბამისად, მოგზაურთა და სეზონური დიარეის შემთხვევები საკმაოდ ხშირია. ამიტომ, მნიშვნელოვანია სამგზავრო აფთიაქში ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA-ს კარგად ნაცნობი პრეპარატი ლაქტო-G ფორტე გქონდეთ.

ლაქტო-G ფორტე – პრეპარატში შემავალი 5 მილიარდი ცოცხალი, სასარგებლო ბაქტერია ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებასა და აღდგენას. ბიფიდობაქტერიები და ლაქტობაქტერიები ქმნიან არახელსაყრელ პირობებს პათოგენური მიკრობების გამრავლებისა და ცხოველქმედებისთვის; მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესსა და ვიტამინების (მაგ. B და K ვიტამინები) სინთეზში, არეგულირებენ ელექტროლიტურ ბალანსს; ცილების, ფოსფოლიპიდების, ნაღვლისა და ცხიმოვანი მჟავების, ბილირუბინის, ქოლესტერინის ცვლას.

ლაქტო-G ფორტე ეფექტურია ნებისმიერ ასაკში ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევის – დისბიოზის როგორც პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობისთვის.

  • 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 კაფსულის შიგთავსი გახსნილი მცირეოდენ წვენში ან დამტკბარ სითხეში, ერთხელ დღეში, ჭამამდე.
  • 2-12 წლის ასაკის ბავშვებში ინიშნება 1-2 კაფსულა მცირეოდენ სითხესთან ერთად, ერთხელ დღეში, ჭამამდე.
  • 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში ინიშნება 2-3 კაფსულა მცირეოდენ სითხესთან ერთად, ერთხელ დღეში, ჭამამდე.

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ითვლება უსაფრთხოდ.

შესაბამისად, არ მისცეთ დიარეას საშუალება ჩაშალოს თქვენი ტურნე. გაუფრთხილდით თქვენს გეგმებს და გახსოვდეთ, ყველა ნანახი ქვეყანა ერთი დიდი გამოცდილებაა. კვალი, რომელსაც ადამიანებში მოგზაურობა ტოვებს წარუშლელია. იპოვეთ საკუთარი თავი, მოიწყვეთ თერაპიული განტვირთვა GM PHARMA-ს ლაქტო-G ფორტე-სთან ერთად და ადაპტირდით გარემოსთან ულიმიტოდ.

(R)

ირაკლი მელაშვილი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევანია ან აქეთ - ევროპისკენ, ან იქით - რუსეთისკენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო