GCCA-მ საქართველოში განსაზღვრული სახეობის არმატურის სავარაუდო დემპინგურ იმპორტთან დაკავშირებით შესწავლა დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), „საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციის“ განცხადების დასაშვებად ცნობისა და ანტიდემპინგური შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

საკითხი - საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციაში და ირანში წარმოშობილი ფოლადისგან წარმოებული არმატურისა და გლინულის სავარაუდო დემპინგურ იმპორტს ეხება, რომელიც შესაძლოა საქართველოს ადგილობრივ ინდუსტრიას ზიანს აყენებდეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, განცხადების დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, ირანიდან იმპორტირებული პროდუქტის სავარაუდო დემპინგური ზღვარი 21%-ით, ხოლო რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქტის სავარაუდო დემპინგური ზღვარი 5%-ით განისაზღვრა. GCCA-ს მიერ დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ გათვალისწინებულ პერიოდში ირანიდან და რუსეთის ფედერაციიდან პროდუქციის იმპორტის როგორც რაოდენობრივი, ისე ღირებულებითი მოცულობა მზარდი ტრენდით ხასიათდება.

2021-2023 წლების პერიოდში, საქართველოს მთლიან იმპორტში რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქტის წილი 4%-დან 42%-მდე, ხოლო ირანის შემთხვევაში, 12%-დან 30%-მდე არის გაზრდილი. ერთეულის ფასი (აშშ დოლარი/ტონა) ირანიდან იმპორტის შემთხვევაში თანაბრად კლებადია, ხოლო რუსეთის შემთხვევაში 2022 წელს 2021 წელთან შედარებით მზარდია, 2023 წელს კი 2022 და 2021 წელთან შედარებით - კლებადი.

მათივე, ინფორმაციით, 2023 წელს, ირანიდან იმპორტირებული არმატურა შეადგენდა 60,291 ტონას, 34.6 მლნ აშშ დოლარს, ხოლო 1 ტონა არმატურის საშუალო შეწონილი ფასი 574 აშშ დოლარს. რუსეთიდან იმპორტირებული შეადგენდა 86,117 ტონას, 50.5 მლნ აშშ დოლარს, ხოლო 1 ტონა არმატურის საშუალო შეწონილი ფასი 586 აშშ დოლარს. GCCA-ს, საკითხის შესწავლის ფარგლებში, მთავრობისთვის შესაბამისი დასკვნის წარდგენისთვის 12 თვე აქვს, ეს ვადა შეიძლება 6 თვით გაგრძელდეს. დემპინგის დადგენის და ადგილობრივი ინდუსტრიისთვის ზიანის დადასტურების შემთხვევაში GCCA-ს დასკვნის საფუძველზე მთავრობას შეუძლია შემოიღოს სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი 5 წლის ვადით.

ინფორმაციისთვის: ანტიდემპინგური ღონისძიებების მიმართულებით, სააგენტომ დაასრულა 2 საქმე - სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტების სავარაუდო დემპინგური ფასის შესახებ და 3 ადგილობრივი ინდუსტრიის სექტორული მონიტორინგი - სასურსათო, სასუქების და სამშენებლო სექტორში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა