„რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე - წყლის ერთი კვირით გაჩერება თბილისში კოლაფსია - აქ საუბარი არაა მარტო რესტორნებზე, სასტუმროებზეცაა, რომელთაც წყლის რეზერვუარები არ აქვთ

წყალი ნებისმიერ შემთხვევაში იმდენად დიდი პრობლემაა, რის გამოც შეიძლება, რესტორანმა მუშაობა მთლიანად შეწყვიტოს - წყლის ერთი კვირით გაჩერება თბილისში კოლაფსია - აქ საუბარი არა მარტო რესტორნებზე, სასტუმროებზეცაა, რომელთაც წყლის რეზერვუარები არ აქვთ,- ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, წყლის თვითმომარაგება გრძელვადიან პერსპექტივაში წარმოუდგენელია.

„წყალი ნებისმიერ შემთხვევაში იმდენად დიდი პრობლემაა, რის გამოც ამ პერიოდში, შეიძლება, რესტორანმა მუშაობა მთლიანად შეწყვიტოს თუ ის წყლის მოწოდებას ვერ უზრუნველყოფს. ამის საშიშროება, რა თქმა უნდა, არის. ერთი და ორი დღე შეიძლება ეს პრობლემა გადაჭრილი იყოს თვითმომარაგების კუთხით, მაგრამ ეს მუდმივი რეჟიმით ვერ იქნება ჰიგიენიდან გამომდინარე. ამ კუთხით წყლით მთლიანად უზრუნველყოფა გრძელვადიან პერსპექტივაში წარმოუდგენელია. ერთი კვირა ის პერიოდია, როდესაც [უწყლოდ] რესტორანმა მუშაობა შეიძლება შეწყვიტოს. აქ საუბარი არამარტო რესტორანზე, სასტუმროებზეცაა. მათ 200-300 სტუმარი ჰყავთ და წყალი პირველი მოთხოვნილებაა. ვერც ერთი რეზერვუარი ამას ვერ შეავსებს. დღეს ინფრასტრუქტურა ისე არ არის მოწესრიგებული, რომ დიდი რეზერვუარი ჰქონდეს სახურავზე რომელიმე სასტუმროს და ის შეივსოს. წყლის ერთი კვირით გაჩერება თბილისში კოლაფსია. სასტუმროებს სხვა სასტუმროებში მოუწევთ სტუმრების გადანაწილება. რესტორანმა კი შეიძლება ბევრი სტუმარი არ მიიღოს, მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობა“,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

გარდა ამისა, ბურჯანაძემ ისაუბრა ტურიზმის მხრივ არსებულ ვითარებაზეც და აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდგომ, ჯავშნები გაუქმებულია და მომავალი ჯავშნების მოლოდინიც დაბალია.

„ჩვენი დიდი მოლოდინი იყო, რომ ეს სეზონი იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოში ტურისტული მოთხოვნების კუთხით. თუმცა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, კანონის [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] მიღებიდან გამომდინარე მოთხოვნა ძალიან შემცირდა, მინიმუმამდეა დაყვანილი. ძალიან ცუდია ის ფაქტი, რომ ჯავშნები გაუქმებულია და შემდეგი ჯავშნების მოლოდინიც ძალიან დაბალია. ერთადერთი ნათელი წერტილი ამ კუთხით შეიძლება იყოს აჭარა, მაგრამ არც იქ არის ის მდგომარეობა, რისი მოლოდინიც იყო. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს პერიოდი ერთ-ერთი რთული იქნება იმ კოვიდ ვითარების შემდგომ, რომელიც გამოვლილი გვაქვს“,- აღნიშნა ბურჯანაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის