ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო

ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მოიპოვა, რითიც ის გახდა ერთადერთი აკადემიური პროგრამა საქართველოში, რომელსაც ეს სტატუსი მიენიჭა.

აფილირება ნიშნავს, რომ ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამა აკმაყოფილებს CFA-ის საერთაშორისო სასწავლო პროგრამით მიერ დადგენილ გლობალურ „ოქროს სტანდარტს“. ეს სტანდარტი მოწმობს, რომ სტუდენტმა მიიღო საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხის განათლება ფინანსებში, რაც აძლიერებს მის კონკურენტუნარიანობას მსოფლიოში.

ამ აფილირების საშუალებით, სტუდენტები იღებენ წვდომას CFA-ის მრავალრიცხოვან რესურსებზე, მათ შორის სტიპენდიებზე, სასწავლო მასალებსა და პროფესიულ შესაძლებლობებზე. ISET-ის სტუდენტები დაამთავრებენ სასწავლო პროგრამას ცოდნით, რომელიც საერთაშორისო დონეზეა აღიარებული და ამგვარად უფრო კონკურენტულები იქნებიან გლობალურ დონეზე.

ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 23 ივნისი

პროგრამის შესახებ

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია