პროფკავშირების გაერთიანება - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების კომიტეტი საქართველოს მთავრობას ქალისა და კაცის არათანაბარი ანაზღაურების კუთხით არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად ეფექტური ზომების გატარებისკენ მოუწოდებს

პროფკავშირების გაერთიანების პოზიციების გათვალისწინებით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების კომიტეტი საქართველოს მთავრობას ქალისა და კაცის არათანაბარი ანაზღაურების კუთხით არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად ეფექტური ზომების გატარებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

პროფკავშირების ცნობით, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების აქტიური ადვოკატირების შედეგად, 2020 წელს საქართველოს შრომის კოდექსში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებული ქალსა და კაცს თანაბარი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში, შრომა ერთნაირად აუნაზღაუროს. თუმცა, მიუხედავად მითითებული ჩანაწერისა, ქალებისა და კაცების საშუალო ხელფასებს შორის სხვაობა დღემდე ძალიან მაღალია. ამის გამომწვევი მიზეზი მეთოდოლოგიის არარსებობა იყო, რომლის შესაბამისადაც მოხდებოდა გაწეული სამუშაოს შეფასება. რაც იმას ნიშნავს, რომ არ არსებობდა ნორმის აღსრულების მექანიზმები.

„შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების კომიტეტის რეზოლუციით მთავრობას დაევალა:

შეიტანოს ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა თანაბარი ღირებულების შრომისთვის ქალები და კაცები განსხვავებულ ანაზღაურებას აღარ იღებდნენ სამუშაო ადგილებზე.

ეფექტურად მოგვარდეს ქვეყანაში არსებული ჰორიზონტალური და ვერტიკალური სეგრეგაცია, რაც გულისხმობს, იმ მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრას, რომლის მიხედვითაც კაცები ძირითადად წარმოდგენილნი არიან მაღალ (მენეჯერულ) პოზიციებზე, ასევე იმას, რომ სექტორები, სადაც ძირითადად ქალები არიან დასაქმებულნი, გამოირჩევიან დაბალი ანაზღაურებით.

რეგულარულად გადაიხედოს ხელფასები სექტორებში, სადაც ქალები არიან კონცენტრირებულნი;

რეგულარულად მოხდეს დასაქმებული ქალთა და კაცთა რაოდენობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი ეკონომიკური სექტორისა და პროფესიული დონის მიხედვით;

მოხდეს ყოვლისმომცველი და დეტალური ინფორმაციის მიწოდება ,,ქალისა და კაცის თანაბარი ანაზღაურების თაობაზე“ შსო-ს #100 კონვენციის შესახებ, რათა საზოგადოება ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას მათი უფლებების და უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია პერიოდულად ახორციელებს მონიტორინგს სოციალური პარტნიორების საშუალებით ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებებისა და მიღებული რეზოლუციების შესრულებასთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს იმას, რომ საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება მანამ, სანამ ამ მიმართულებით ვალდებულებები ქვეყნის მიერ სრულად არ შესრულდება.

რეზოლუცია კომიტეტმა 2024 წლის 13 ივნისს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) 112-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ანგარიშგების და ინიციატივის საფუძველზე მიიღო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.07.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  ყველაფერი ასე გაგრძელდა, თან ამას დაემატა დასავლეთის მიერ არჩევნების შედეგების არ აღიარება, დასავლეთის საქართველოსთან პარტნიორობა დასრულდება და დასრულდება ყველა მიმართულებით
ფლორენს ბაუერი - დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების საუკეთესო გზა არის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მომავლისა და ოჯახის მიმართ მტკიცე რწმენას გაუჩენს
უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია