19 ივნისს, 10:00 საათზე, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
19 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კუტლურის პროფკავშირის წევრები, არქეოლოგები ნიკოლოზ წიქარიძე და გიორგი ბიძინაშვილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: „არქეოლოგიური ნებართვების კანონიერი მოთხოვნის უპაუხოდ დატოვება, რაც მკვლევარებისადმი დისკრიმინაციულ მოპყრობად და პროფკავშირული ნიშნით დევნად ფასდება“.
მის: დავით აღმაშენებლის გამზ. 79
საკონტაქტო: ნიკოლოზ წიქარიძე - 595 25 05 46
19 ივნისს, 11:00 საათზე, „დემოკრატიის ინდექსი საქართველო“ ჩაატარებს პრეზენტაციას თემაზე - „საქმეთა გაჭიანურების პრობლემა საქართველოს საერთო სასამართლოებში“.
მის: ბათუმი, ბათუმის ROOMS სასტუმრო (გოგებაშვილის ქ. #10).
საკონტაქტო: 577 07 05 77
19 ივნისს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, ენმ-ის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, ენმ-ის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე და ექსპერტი პაატა ცაგარეიშვილი გამართავენ საჯარო შეხვედრა/დისკუსიას: „ლაზიკა-ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა“ და კვლევის „ანაკლიის პორტში ჩინური ინვესტიციის ფინანსურ-ეკონომიკური და პოლიტიკური საფრთხეების“ პრეზენტაცია. ღონისძიებას დაესწრებიან პოლიტიკოსები, ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. მის: კახეთის გზატკეცილი #45
საკონტაქტო: ანუკა გაბელია - 551 633 644
19 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
19 ივნისს, 12:30 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ესტუმრება. საიას თანამშრომლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ელჩი მედიისთვის კომენტარს გააკეთებს.
მის: ჯანსუღ კახიძის #15
19 ივნისს, 13:00 საათზე, „ლელოს“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.
თემა: „ლელო“ ანტინარკოტიკულ კამპანიას იწყებს და ნარკოპანდემიისგან დაცვის 9-პუნქტიან გეგმას წარადგენს.
19 ივნისს, 13:00 საათზე, დიდ დიღომში გარდაცვლილი ანი იანუშაიტიტეს საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა გაიმართება.
საკონტაქტო პირი: მაგდა გუგულაშვილი - 555 788 338, „უფლებები საქართველო“
19 ივნისს, 15:00 საათზე, ბათუმში აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი გასვლითი სხდომა გაიმართება.
მის: ბათუმი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, ლუკა ასათიანის ქ.N37
19 ივნისს, 19:00 საათზე, თბილისის საკრებულოსთან იპოდრომის ტყის სარეკრეაციო ზონის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართება.
საკონტაქტო: ელენე ცერცვაძე - 555 363640