მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე

დღეს კაცობრიობა კლიმატის ცვლილების, გარემოს დაბინძურების და სხვა გამოწვევების წინაშე დგას, რაც სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი პლანეტისათვის. ჩინეთი, როგორც პასუხისმგებელი დიდი ქვეყანა, მხარს უჭერს „კაცობრიობის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ კონცეფციას. იგი რეალური ქმედებებით ახდენს პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების და წარმატების დემონსტრირებას. ჩინეთი მაღალ დონეზე ავითარებს განახლებადი ენერგიის ინდუსტრიას. ამავდროულად, იგი ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და საკუთარი წვლილი შეაქვს კლიმატის ცვლილებაზე რეაგირების და კაცობრიობის კეთილდღეობის საქმეში.

როდესაც საქმე კლიმატის ცვლილებაზე რეაგირებას ეხება, ქმედებები გაცილებით მეტს ამბობენ, ვიდრე სიტყვები.

ეს საკითხი საერთაშორისო საზოგადოებისგან საერთო რეაგირებას მოითხოვს. პასუხისმგებლობა უნდა იყოს სამართლიანი და ერთობლივი, მაგრამ -დიფერენცირებული. განვითარებულ ქვეყნებს ეკისრებათ ისტორიული პასუხისმგებლობა. ამასთან, მათ აქვთ მოქმედების რეალური შესაძლებლობა, ამიტომ მათ კეთილსინდისიერად უნდა შეასრულონ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციით და პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. თუმცა, სამწუხაროდ, ზოგიერთი განვითარებული ქვეყანა მხოლოდ ხმამაღალი ლოზუნგებით შემოიფარგლება, რეალურად კი - ფეხს ითრევს. კოპენჰაგენის 2009 წლის კონფერენციაზე განვითარებულმა ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ ყოველწლიურად $100 მილიარდის დაფინანსებას გამოყოფდნენ განვითარებადი ქვეყნებისთვის. ეს დაპირება პარიზის შეთანხმებაში კიდევ ერთხელ დადასტურდა, მაგრამ დღემდე არ შესრულებულა. ამან სერიოზულად გააფუჭა გლობალურ ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ნდობა, ზიანი მიაყენა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საერთო ძალისხმევას. მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკა, შეერთებული შტატები, ნახშირორჟანგის ემისიითაც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ყველასთვის მოულოდნელად, 2019 წელს მან პარიზის შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა. დღემდე აშშ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ შეთანხმებიდან გავიდა. ამან საერთაშორისო საზოგადოებაში იმედგაცრუება გამოიწვია. კიდევ უფრო გაუგებარია ის, რომ ზოგიერთი განვითარებული ქვეყანა ჩინეთისგან ითხოვს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში წვლილის შეტანას და თან, სავაჭრო პროტექციონიზმით ცდილობს მის ახალ ენერგეტიკულ ინდუსტრიაზე ზეწოლას, რომელიც ასე მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების გლობალურ პრობლემასთან გასამკლავებლად. მაგალითისთვის, 2022 წელს შეერთებულმა შტატებმა მიიღო „ინფლაციის შემცირების აქტი“, რომელიც ითვალისწინებს ამერიკული ელექტრომანქანების სუბსიდირებას, ხოლო მსგავსი სახის ჩინურ პროდუქციას უზღუდავს ამერიკის ბაზარზე წვდომას. ეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესების აშკარა დარღვევა და სავაჭრო პროტექციონიზმის ტიპური მაგალითია. ბოლო პერიოდში ევროკავშირმა დაიწყო ჩინური ელექტრომობილების და ქარის ენერგიაზე მომუშავე მოწყობილობების სუბსიდირებასთან დაკავშირებული გამოძიება, რაც პროტექციონიზმის კიდევ ერთი უარყოფითი სიგნალია. მსგავსი წინააღმდეგობრივი ქმედებები გავლენას ახდენს გლობალური წარმოების და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობაზე, აზიანებს ბიზნესის კეთების გარემოს, ძირს უთხრის კლიმატის ცვლილებაზე გლობალურ ძალისხმევას.

ჩინეთი, როგორც ყველაზე დიდი განვითარებადი ქვეყანა, კლიმატის ცვლილების გადაჭრაში ყოველთვის აქტიურობით გამოირჩეოდა. მიუხედავად იმისა, რომ მის წინაშე მრავალი მნიშვნელოვანი ამოცანა დგას, მათ შორის, ეკონომიკის განვითარება, ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, დაბინძურების შემცირება და ა.შ., ჩინეთი ყველანაირ სირთულეს უმკლავდება და ნაკისრ ვალდებულებებს კეთილსინდისიერად ასრულებს, რაც კარბოემისიების პიკის და ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევას უკავშირდება. 2023 წლის მონაცემებით, ჩინეთი ჯამში 2.92 მილიარდი კილოვატის სიმძლავრის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. აქედან 50.4% წყლის, ქარის და მზის ენერგიაზე მოდის, რაც თბოენერგიას (47.6%) აღემატება. მე-14 ხუთწლედის გეგმით განისაზღვრა, რომ 2025 წლის ბოლოსთვის განახლებადი წყაროებით გამომუშავებული ენერგიის სიმძლავრე 50%-ს მიაღწევდა. როგორც ვხედავთ, ეს მიზანი ვადაზე ადრე შესრულდა. გარდა ამისა, 2023 წელს ჩინეთის ბაზარზე ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე მანქანების გაყიდვებმა 9 მილიონ ერთეულს გადააჭარბა, რაც გლობალური გაყიდვების 63.5%-ს შეადგენს. ამავე პერიოდში ჩინეთის ბაზარზე ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე მანქანების შეღწევის დონემ 1/3 გადააჭარბა, რაც ნიშნავს, რომ ჩინელების მიერ შეძენილი ყოველი მესამე მანქანა - განახლებად ენერგიაზე მუშაობს. ეს ტენდენცია მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. წინასწარი გათვლებით, 2033 წლისთვის ბაზარზე შეღწევის დონე 60%-მდე გაიზრდება.

ჩინეთი პრაქტიკული ქმედებებით აჩვენებს, რომ დედამიწის მომავლის საკითხს პასუხისმგებლობის გრძნობით უდგება. განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, ბოლო ათი წლის განმავლობაში გლობალურ დონეზე ქარის ენერგიის წარმოების ღირებულება 60%-ით, ხოლო მზის ენერგიის - 80%-ით შემცირდა, რაც დიდწილად განახლებადი ენერგიის სფეროში ჩინეთის კონტრიბუციითაა განპირობებული. ჩინეთიდან განხორციელებული ქარის და ფოტოელექტრული ენერგოსისტემების ექსპორტის შედეგად, გლობალური ემისიები 2.83 ტონით შემცირდა, რაც ნახშირორჟანგის ემისიის 41%-ით შემცირების ეკვივალენტია. ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელის, ფატიჰ ბიროლის განცხადებით, ჩინეთმა სუფთა ენერგიის ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა საგრძნობლად გაზარდა, ხოლო მწვანე ტექნოლოგიების გამოყენების გლობალური ღირებულება შეამცირა.

ტყუილ-მართალი „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის შესახებ.

ჩინურმა მხარემ არაერთგზის აღნიშნა, რომ საწარმოო სიმძლავრის საკითხი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად უნდა განიხილებოდეს და ეკონომიკური გლობალიზაციისა და საერთაშორისო ბაზრის კონტექსტში უნდა გაანალიზდეს. ბრიტანული Financial Times-ის თანახმად, თუ წარმოება აჭარბებს შიდა მოთხოვნებს, ასეთ ქვეყნებს „ჭარბ საწარმოო სიმძლავრეში“ ადანაშაულებენ და წარმოების შემცირებას ავალდებულებენ, რის გამოც ქვეყნებს შორის ვაჭრობა საერთოდ შეუძლებელი იქნება. 2023 წელს ჩინური ავტომობილების ექსპორტის მაჩვენებელმა მხოლოდ 15% შეადგინა. 2023 წელს ავტომობილების გაყიდვების გლობალურ რეიტინგში ტოპ 10-ში მხოლოდ ერთი ჩინური კომპანია იყო, რომლის გაყიდვების მოცულობა Toyota-ს და Volkswagen-ის გაყიდვების მესამედზე ნაკლები იყო. BMW-ს პრეზიდენტის ოლივერ ზიფსეს თქმით, ჩინური ავტომწარმოებლები გერმანიაში ბაზრის 1%-ზე ნაკლებს იკავებენ, ამიტომ პრეტენზიები ჩინური ელექტრომობილების დემპინგზე სრულიად უსაფუძვლოა. შეერთებულ შტატებში წარმოებული მიკროჩიპების 80% ექსპორტზე გადის. გერმანული ავტომობილების თითქმის 80%, ხოლო იაპონური მანქანების - 50%,- ასევე ექსპორტზე გადის. შეერთებული შტატების და სხვა ქვეყნების ლოგიკას თუ მოვიშველიებთ, ეს „ჭარბი წარმოების“ სერიოზული შემთხვევები არ გამოდის? მაშასადამე, ე.წ. „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორია არის აშკარა სიცრუე, რომელიც სრულიად უგულებელყოფს საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.

განახლებადი ენერგიის ინდუსტრიაში ჩინეთის უპირატესობა თავდაუზოგავი შრომით არის განპირობებული. პირველ რიგში, ჩინეთმა საკმაოდ ადრე დაიწყო დარგის განვითარება. ჯერ კიდევ ოცი წლის წინ დაიწყეს ჩინურმა კომპანიებმა განახლებადი ენერგიის მიმართულებით კვლევებსა და წარმოების დაგეგმარებაში ინვესტირება, რამაც დღეს ქვეყნის ტექნოლოგიური უპირატესობა განაპირობა. მეორე, ჩინეთს აწყობილი აქვს სრულფასოვანი სისტემა. ჩინურმა კომპანიებმა პრაქტიკაში თანდათანობით სრულყოფილი საწარმოო და მიწოდების ქსელი შექმნეს. მდინარე იანძის დელტას რეგიონში, მანქანების მწარმოებელ ქარხნებს შეუძლიათ 4 საათის სავალ მანძილზე იპოვონ ყველა სათადარიგო ნაწილის მიმწოდებლები, რაც კორპორაციული შესყიდვების ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს. მესამე, ესაა ბაზრის მოცულობა. ჩინეთის 1.4 მილიარდიანი ბაზარი განახლებადი ენერგიის კომპანიებს მდიდარ და კონკურენტულ გარემოს სთავაზობს, რაც მათ ინოვაციებისკენ უბიძგებს. მეოთხე, ესაა ნიჭიერი კადრების სიმრავლე. ჩინეთში 240 მილიონ ადამიანს აქვს მიღებული უმაღლესი განათლება. „დემოგრაფიული დივიდენდი“ „ნიჭიერების დივიდენდად“ გარდაიქმნება. მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალა განახლებადი ენერგიის კომპანიების ინოვაციურ განვითარებას უწყობს ხელს.

მსოფლიოს მწვანე განვითარება რთული ამოცანაა, მიზნამდე მისასვლელი გზა კი - გრძელი.

განახლებადი ენერგიის წარმოების სიჭარბეზე ნარატივი მცდარია. სინამდვილეში, საქმე პირიქითაა. ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კვლევის მიხედვით, ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიზნის მისაღწევად, 2030 წლისთვის ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე მანქანების გლობალურმა გაყიდვებმა 45 მილიონ ერთეულს უნდა მიაღწიოს, რაც თითქმის 4,5-ჯერ აღემატება 2022 წლის გაყიდვებს, ხოლო მზის ახალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 820 გიგავატამდე უნდა გაიზარდოს, რაც თითქმის 4-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს. წარმოების სიმძლავრის ამჟამინდელი ზრდის ტემპიც კი ვერ დააკმაყოფილებს მომავალში საბაზრო მოთხოვნებს, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ განვითარებად ქვეყნებში ახალ ენერგეტიკულ პროდუქტებზე დიდი მოთხოვნის პოტენციალი არსებობს. ჩინეთის საექსპორტო პროდუქცია ყოველთვის დიდი უპირატესობით სარგებლობს საერთაშორისო ბაზრებზე. მათ შორის, აღსანიშნავია „სამი ახალი პროდუქტი“ - ელექტრომანქანები, ლითიუმის ბატარეები და ფოტოელექტრონული პროდუქტები, რომლებიც ტექნოლოგიურად, ეკოლოგიურად და ხარჯთეფექტურობით გამოირჩევიან. ჩინური ავტომწარმოებლის BYD-ის მიერ წარმოდგენილ DM-i ტექნოლოგიის ჰიბრიდს, სავსე ავზით და სრულად დამუხტული ბატარეებით, თეორიულად, 2000 კმ-ის გავლა შეუძლია. ასეთი პროდუქტი და ტექნოლოგია საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს აკმაყოფილებს და მწვანე ეკონომიკის განვითარებას უზრუნველყოფს.

ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო. ადამიანთა საზოგადოებამ კონსენსუსი უნდა გააძლიეროს, რათა უამრავ გამოწვევას ერთობლივად უპასუხოს. ბატარეების და ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე მანქანების ჩინურმა მწარმოებლებმა მრავალმილიარდიანი ევროს საინვესტიციო პროექტებს მოაწერეს ხელი უნგრეთში. შედეგად, იგი შესაძლოა ელექტრომობილების წარმოების ცენტრი გახდეს ევროკავშირში. ამასთან, სავარაუდოა, რომ უნგრეთში ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. Changan, SAIC, BYD და სხვა კომპანიები აქტიურად აშენებენ ქარხნებს ტაილანდში. ისინი საერთო ჯამში $1.4 მილიარდის ინვესტირებას გეგმავენ. არ აქვს მნიშვნელობა საქმე პროდუქციის ექსპორტს ეხება, თუ ინვესტიციების და დასაქმების სტიმულირებას, ჩინური კომპანიები ყოველთვის ურთიერთსარგებელსა და ერთობლივ განვითარებაზე არიან ორიენტირებულები. ჩინეთი მზადაა, განახლებადი ენერგიის საწარმოო და მიწოდების ჯაჭვების მიმართულებით ითანამშრომლოს მსოფლიოს ქვეყნებთან და მათ შორის, საქართველოსთან, რათა ხელი შეუწყოს ტექნოლოგიურ ინოვაციას, ინდუსტრიულ განვითარებას, ინკლუზიურ ეკონომიკურ გლობალიზაციას, კლიმატის ცვლილებაზე ერთობლივ რეაგირებას და „კაცობრიობის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ ჩამოყალიბებას.

ჩინეთის ელჩი საქართველოში - ჭოუ ციენი

(R)

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა