სარფში დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შემოტანის მცდელობები აღიკვეთა

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სარფი“ ნარკოტიკული საშუალებების სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ეჭვის საფუძველზე, ბარგის დათვალიერების შედეგად, სპორტულ ფეხსაცმელებში, მალულად განთავსებული (ფეხსაცმელების ლანჩის ქვეშ), პოლიეთილენის შეფუთვებში დაფასოებული 238 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება (კრისტალური ფხვნილის სახით მეტადონის მარილი) აღმოაჩინეს. ასევე, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე აღიკვეთა დიდი ოდენობით (საერთო წონა 500 გრამი) ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინის“ შემოტანის მცდელობა, რომელიც სამართალდამრღვევ უცხო ქვეყნის მოქალაქეს წებოვანი ლენტით, სხეულზე მალულად ჰქონდა განთავსებული.

ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, აკრძალული ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანის კიდევ ერთი მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. კერძოდ, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლის ბარგისა და სხეულის, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული 168 კაფსულა ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

მათივე ინფორმაციით, მჭიდრო პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებით, კანონმდებლობით აკრძალული ან შეზღუდული საქონლის (მათ შორის ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერებების) მიმართ, მკაცრი საბაჟო კონტროლი და ზედამხედველობა აქტიურად გაგრძელდება.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია