გიორგი რუხაძე - ჩვენი მთავარი პარტნიორები სამწუხაროდ, აღარ არიან აშშ და ევროკავშირის ქვეყნები - მთავარი პარტნიორი ხდება ჩინეთი, რუსეთი და ავტორიტარული სამყარო, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა

„სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებლის გიორგი რუხაძის შეფასებით, როდესაც ჩინეთი ეპატრონება საქართველოში ისეთ სტრატეგიულ ობიექტს, როგორიც ანაკლიის პორტია, ეს საფრთხის შემცველია და კიდევ ერთხელ მიანიშნებს საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ტრაექტორიას.

როგორც რუხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩინეთს ძალიან ცუდი ისტორია აქვს სტრატეგიული ობიექტების ფლობის და შემდეგ ქვეყნების შანტაჟის კუთხით.

„აშშ-ის ელჩმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველო ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე, როგორიც არის ანაკლიის პორტი, უპარტნიორდება რუსეთის მთავარ სპონსორს-ჩინეთს. ბუნებრივია, ჩვეულებრივ მდგომარეობაში ჩინეთთან ვაჭრობა არის ნორმალური, მაგრამ როდესაც ჩინეთი ეპატრონება საქართველოში სტრატეგიულ ობიექტებს, ეს ბუნებრივია არის საფრთხის შემცველი და კიდევ ერთხელ მიანიშნებს საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ტრაექტორიას იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი პარტნიორები სამწუხაროდ, აღარ არიან აშშ და ევროკავშირის ქვეყნები. მთავარი პარტნიორი ხდება ჩინეთი, რუსეთი და ავტორიტარული სამყარო, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა.

რაც შეეხება კონკრეტულად ანაკლიის პორტს, თავისთავად ჩინეთს აქვს ძალიან ცუდი ისტორია სტრატეგიული ობიექტების ფლობის და შემდეგ ქვეყნების შანტაჟის. იმედს ვიტოვებ, საქართველო ჩინური სესხის ყულფის მსხვერპლი არ გახდება, რომელიც არაერთ ქვეყანას გამოუცდია. იმედს ვიტოვებ, რომ 4 თვის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება შეიცვლება და ანაკლიის პორტის ბედიც სხვანაირად განვითარდება",-განაცხადა რუხაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია