არმაზ ახვლედიანი „ქართულ ოცნებაზე“ - აშშ-ის ახალ ელჩს თავიდან ეფერებოდნენ, მაგრამ გასაგები იყო, რომ ცალმხრივი „თაფლობის თვეები“ დიდხანს ვერ გასტანდა - ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს საქმე გვაქვს შეშლილებთან, რომლებიც დამნაშავეები არიან

[ქართული ოცნების წარმომადგენლები] თავიდან, ახალ ელჩს ეფერებოდნენ, მაგრამ გასაგები იყო, რომ ამ რეჟიმის პირობებში ცალმხრივი „თაფლობის თვეები“ დიდხანს ვერ გასტანდა, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, აშშ პარტნიორ ქვეყანას არასდროს აპატიებს, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, „ძირი გამოუთხაროს პარტნიორულ ურთიერთობებს“.

„ოცნებას“ სურდა კელი დეგნანისთვის დაებრალებინა ყველაფერი და ამით დაეხურათ ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ცუდი ფურცელი. თავიდან, ახალ ელჩს ეფერებოდნენ, მაგრამ გასაგები იყო, რომ ამ რეჟიმის პირობებში ცალმხრივი „თაფლობის თვეები“ დიდხანს ვერ გასტანდა, რადგან აშშ-ი პარტნიორს არასდროს აპატიებს, რომ პარტნიორმა ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ძირი გამოუთხაროს პარტნიორულ ურთიერთობებს, რასთანაც ახლა გვაქვს საქმე“, - განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი დაბლოკა, თან ისე, რომ განბლოკვა მათი ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია.

„ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს საქმე გვაქვს პოლიციური რეჟიმის სახით, შეშლილებთან, რომლებიც დამნაშავეები არიან. ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალის განცხადება, ეს არის დანაშაული საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. მე როგორც მოქალაქეს, სურვილი მაქვს ამ დანაშაულების გამო პასუხი აგონ. დანაშაული ჩადენილია საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ, ათწლეულებით ნაშენები ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი დაბლოკეს, თან დაბლოკეს ისე, რომ განბლოკვა ამათ პირობებში შეუძლებელია. შესაბამისად, განბლოკვის ერთადერთი საშუალება რჩება - საქართველოს ჩამოვაშოროთ ივანიშვილის პოლიციური დაჯგუფება“, - განაცხადა ახვლედიანმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია