ჯინ შაჰინი - გვსურს, მკაფიოდ განვუცხადოთ ხელისუფლების ამჟამინდელ ლიდერებს, „ქართულ ოცნებას“, რომ მათ ქმედებას შედეგები მოჰყვება - ის, რაც საქართველოში ხდება, გავლენას ჩვენს სამხედრო კავშირებზეც ახდენს

გვსურს, მკაფიოდ განვუცხადოთ [საქართველოს] ხელისუფლების ამჟამინდელ ლიდერებს, „ქართულ ოცნებას“, რომ მათ ქმედებას შედეგები მოჰყვება - ის, რაც საქართველოში ხდება, გავლენას ჩვენს სამხედრო კავშირებზეც ახდენს, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა „ამერიკის ხმის“ ქართულ გამოცემასთან ინტერვიუსას განაცხადა.

მისი თქმით, იმას, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, შედეგი მოჰყვება და ეს აშშ-დან დახმარებაზეც მოახდენს გავლენას.

„იმედი გვაქვს, ეს ძალიან, ძალიან ძლიერი გზავნილი იქნება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ დადგება შედეგები იმის საპასუხოდ, რასაც ისინი აკეთებენ. ეს გავლენას მოახდენს დახმარებაზე, რომელსაც ისინი იღებენ შეერთებული შტატებიდან და ისეთ გავლენას იქონიებს ურთიერთობებზე, რაც [საქართველოს] ლიდერებისთვის სასარგებლო არ იქნება, მითუმეტეს, როცა მათი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას თვალი დასავლეთისკენ უჭირავს, სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი, იყურება ნატოსკენ და ძალზე დადებითადაა განწყობილი შეერთებული შტატების მიმართ“, - ამბობს სენატორი.

ამასთან, სენატორის განცხადებით, ის, რაც ახლა ხდება საქართველოში, გავლენას ახდენს ქვეყნებს შორის ამ სამხედრო ურთიერთობებზეც.

„როგორც იცით, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი სამხედრო ურთიერთობა, მას შემდეგ რაც [საქართველომ] დამოუკიდებლობა მოიპოვა. გვინდა, ნათლად განვაცხადოთ, რომ ის, რაც ახლა ხდება საქართველოში, გავლენას ახდენს ქვეყნებს შორის ამ სამხედრო ურთიერთობებზეც. მართალია, ეს [ჩვენი] საკანონმდებლო ინიციატივა ცალკეა წარდგენილი, თუმცა ის ასევე აისახა თავდაცვის კანონპროექტზე, რომელიც ახლახან გავიდა შეიარაღებული ძალების კომიტეტში",- ამბობს სენატორი ჯინ შაჰინი.

გარდა ამისა, შაჰინის თქმით, ხელისუფლების მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციები ვერ შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას.

„ჩვენ ვესაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში, ჩვენივე ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტსა და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს, რომლებმაც ასეთი კარგი საქმე გააკეთეს საქართველოში. ისინი გვეუბნებიან, რომ ამ კანონის ფარგლებში, ისინი ვერ შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას. ასე, რომ [ჩვენს მიერ წარდგენილი კანონპროექტით] დაწესდება სანქციები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ კანონის მიღებაში“, - აღნიშნავს ჯინ შაჰინი.

ცნობისთვის, კონგრესში სენატორ ჯინ შაჰინის მიერ წარდგენილია ორპარტიული კანონპროექტი, „ქართველი ხალხის აქტი“, რომელიც ქართველი ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას მუდმივს ხდის.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში