საჩხერის სამთო სკოლაში ზაფხულის საბაზისო და ტაქტიკურ-ტექნიკური კურსები დასრულდა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში კურსების გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, „სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების პროგრამა", რომელიც ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა გაიარეს, სამთო-ტექნიკურ მომზადებას მოიცავდა.

„საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ კი, ,,სამთო მომზადების ზაფხულის ტაქტიკურ-ტექნიკური სამხედრო სპეციალისტთა მომზადების პროგრამა" დაასრულა.

კურსდამთავრებულებს სწავლებების წარმატებით ჩატარება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცეს და თავდაცვის ძალებში სამთო მიმართულებისა და სამთო სწავლებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ სკოლის ხელმძღვანელობასა და ინსტრუქტორებს გაწეული შრომისთვის, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებს სამთო სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ. კურსების დასრულების ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები, აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო და ამერიკის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენლები (ODC) დაესწრნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში