უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი მიხეილ გოლიჯაშვილი - ორი დიპლომი და დასაქმების ფართო შესაძლებლობები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში უნიკალურ სასწავლო სამაგისტრო პროგრამაზე - საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები სწავლა გრძელდება. ეს გახლავთ პროგრამა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით შემუშავდა. ის ამზადებს პროფესიონალებს, რომელთაც ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების, დაზვერვის, კიბერუსაფრთხოებისა და სხვა მომიჯნავე მიმართულებების გარშემო სისტემური ცოდნა აქვთ და თანამედროვე ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს კარგად ფლობენ.

თანამედროვე ცხოვრების სტილიდან გამომდინარე ამ მიმართულების სპეციალისტებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. შესაბამისად, მზარდია BTU -ს სამაგისტრო პროგრამით დაინტერესებაც. უფრო დეტალურად პროგრამაზე მისი ხელმძღვანელი მიხეილ გოლიჯაშვილი გვესაუბრება.

რატომ გადაწყვიტეთ, რომ შეგეთავაზებინათ სამაგისტრო პროგრამა, რომელზეც უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების ერთობლივი შესწავლა მოხდებოდა?

საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე არის ძალიან ბევრი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც უსაფრთხოების სხვადასხვა მიმართულებაზე აკეთებს აქცენტს მაგრამ, ძალიან იშვიათია ისეთი, რომლითაც უსაფრთხოების და ტექნოლოგიების აკადემიური დისციპლინების ერთდროულად შესწავლა ხდება. სწორედ ეს არის ჩვენი პროგრამის არსი, რომ ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს მივცეთ ცოდნა უსაფრთხოებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების, აკადემიური და პრაქტიკული საფუძვლების შესახებ, რაც მათ მომავალ კარიერაში, ამ სფეროში არსებული დაბრკოლებების გადალახვაში დაეხმარებათ.

ზოგადად, მსგავსი პროგრამა აუცილებელია, რომ სტუდენტებს მიეცეთ საშუალება, შეიძინონ ის უმნიშვნელოვანესი აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილება, რაც დღევანდელ გამოწვევებს პასუხობს. ეს გამოწვევები კი, ხშირ შემთხვევაში თანამედროვე ტექნოლოგიებთან არის კავშირში.

მოგვიყევით თავად პროგრამის შესახებ, რას შეისწავლიან მაგისტრანტები? ვინ არიან ლექტორები?

პროგრამისთვის შერჩეული იქნა საგნები როგორიცაა: ტერორიზმი, ფინანსური უსაფრთხოება, დაზვერვა, კიბერუსაფრთხოება, კიბერ ომი და კიდევ ბევრი ძალიან საინტერესო საგანი, რომლებიც სტუდენტებს არა მარტო ზოგადი უსაფრთხოების მიმართულებების შესწავლის, არამედ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული უნარ-ჩვევების განვითარების საშუალებას აძლევს.

რაც შეეხება ლექტორებს, ეს ალბათ პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაწილია.ჩვენს სამაგისტრო პროგრამაზე ასწავლიან, როგორც აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ისე სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ეს უნიკალური გარემო სტუდენტებს წამყვანი კვლევითი ნაშრომების შესწავლისა და ამავდროულად, პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მოსაზრებების გაზიარების საშუალებას აძლევს.

რატომ უნდა გააკეთონ მაგისტრანტობის კანდიდატებმა არჩევანი აღნიშნულ პროგრამაზე?

ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი მაინც, მიმდინარე სტუდენტების გამოხმაურებაა. აღსანიშნავია, რომ პირველი ნაკადი უკვე მალე ამთავრებს, პროგრამის პირველ სასწავლო წელს, და საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურება მოყვა, არა მარტო, კურიკულუმის მრავალფეროვნებას და ლექტორების სწავლების სტილს, ასევე ჩვენს კლასგარეშე აქტივობებს და ნეთვორქინგის შესაძლებლობებს.

ასევე, BTU-ს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მეოთხე აკადემიური წელი იტალიაში, ტუშას უნივერსიტეტში გაატარონ და შედეგად, ერთდროულად ორი უნივერსიტეტის დიპლომი მოიპოვონ. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა მაგისტრანტებისთვის სრული დაფინანსებითაა შესაძლებელი.

გარდა აღნიშნულისა, პროგრამის საერთაშორისო პარტნიორები არიან რომის საპიენცას უნივერსიტეტი (იტალია), კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიეტუვა), ვებსტერის უნივერსიტეტი (აშშ), საგარეო კვლევების პოლიტიკის ინსტიტუტი (აშშ), კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი (ისრაელი), უსაფრთხოების აკადემია (ისრაელი) და სხვა.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პროგრამა თანამშრომლობს ისეთ სახელმწიფო უწყებებთან, როგორიცაა: საქართველოს დაზვერვის სამსახური, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ეროვნული ბანკი და სხვა, სტუდენტებს მათ წარმომადგენლებთან შეხვედრებისა და სხვა აქტივობებში მონაწილეობის უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ.

საკმაოდ ფართოა მათი დასაქმების შესაძლებლობებიც. კურსდამთავრებულები აღჭურვილი იქნებიან ისეთი აკადემიური და პრაქტიკული ცოდნით, რომ მათ შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ საჯარო სექტორში, კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.

(R)

რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.07.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  ყველაფერი ასე გაგრძელდა, თან ამას დაემატა დასავლეთის მიერ არჩევნების შედეგების არ აღიარება, დასავლეთის საქართველოსთან პარტნიორობა დასრულდება და დასრულდება ყველა მიმართულებით
ფლორენს ბაუერი - დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების საუკეთესო გზა არის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მომავლისა და ოჯახის მიმართ მტკიცე რწმენას გაუჩენს
უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია