ვილი სანიოლი - მთავარი გამოცდილების მიღებაა, ეს მომავალში გამოგვადგება - პორტუგალია ძალიან ძლიერია, ვეცდებით ძალები აღვიდგინოთ და დადებით შედეგს მივაღწიოთ

გაორებული გრძნობა დამრჩა - შეგვეძლო მოგვეგო, მაგრამ ევროპირველობაზე პირველი ქულა მოვიპოვეთ. ეს სიამაყის გრძნობას გძენს. ამისათვის 3.5 წელი ვიშრომეთ, - ამის შესახებ საქართველო-ჩეხეთის მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მთავარი ნაკრებისთვის გამოცდილების მიღებაა. მისივე განცხადებით, მეტოქემ დიდი ზეწოლა განახორციელა.

„გაორებული გრძნობა დამრჩა - შეგვეძლო მოგვეგო, მაგრამ ევროპირველობაზე პირველი ქულა მოვიპოვეთ. ეს სიამაყის გრძნობას გძენს. ამისათვის 3.5 წელი ვიშრომეთ.

კონკრეტულ ფეხბურთელებზე ლაპარაკი არ მიყვარს. კვარაცხელიას თამაშზე გაანალიზების შემდეგ შეიძლება გავაკეთო კომენტარი. კიტეიშვილის შესახებ უფრო კონკრეტული ინფორმაცია ხვალ გვექნება. იმედია, მწყობრში ჩადგება. კვირკველია ინფექციის გამო ათი დღე საავადმყოფოში იყო. დაღლილობის გამო შევცვალე. გველესიანი კარგად ჩაერთო თამაშში.

ლობჟანიძეს მხარდაჭერა სჭირდება. გავამხნევე, ვინაიდან ვიცოდი, რასაც გრძნობდა. ვიცოდით, რთული შეხვედრა გველოდა. მეტოქემ ჩვენზე დიდი ზეწოლა განახორციელა. ბევრი მომენტი ვერ გამოიყენეს, თუმცა ჩვენ ფანტასტიკური მეკარე გვყავს.

მიყვარს საქართველო, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის მოგების იმედი ნამდვილად არ მქონდა. დასაკარგი არაფერი გვაქვს, მთავარი გამოცდილების მიღებაა. ეს მომავალში გამოგვადგება. პორტუგალია ძალიან ძლიერია. ვეცდებით ძალები აღვიდგინოთ და დადებით შედეგს მივაღწიოთ. ეგებ უკეთაც ვითამაშოთ"- განაცხადა ვილი სანიოლმა, რომლის კომენტარს sportall.ge ავრცელებს.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.

26 ივნისს საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს