ნინო ლაცაბიძე - რუსთავში, მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში, ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს, რომლის შედეგსაც უახლოეს დღეებში ყველა ერთად ვნახავთ

რუსთავში, დასასრულს უახლოვდება მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომლის ფარგლებშიც, ქართველი და უცხოელი სკულპტორები, ექსკლუზიურად რუსთავისთვის ქმნიან ქანდაკებებს.

რუსთავის ცენტრალურ პარკში სიმპოზიუმი 7 ივნისს გაიხსნა.

,,რუსთავის ცენტრალურ პარკში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში, ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს, რომლის შედეგსაც უახლოეს დღეებში ყველა ერთად ვნახავთ. სპეციალურად სიმპოზიუმისთვის მოწყობილ სივრცეში 13 მოქანდაკე მუშაობს იმისთვის, რომ ქალაქისთვის უნიკალური სკულპტურები შეიქმნას. 29 ივნისს გვექნება საერთაშორისო სიმპოზიუმის გრანდიოზული დახურვა და ვნახავთ შედეგს - სკულპტურებს, რომელთაც ქალაქში სხვადასხვა ადგილზე განვათავსებთ. დარწმუნებული ვარ, რომ რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ჩატარების ტრადიცია, მომავალ წლებშიც გაგრძელდება”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

სიმპოზიუმში, 8 ქართველი და 5 უცხოელი - ბულგარელი, სერბი, ჩინელი და ირანელი სკულპტორები იღებენ მონაწილეობას. მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმში მოწვეული ხელოვანების სტატუსით, ცნობილი რუსთაველი მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქია და მსოფლიო სიმპოზიუმების გაერთიანების ხელმძღვანელი ლიუ იანგი არიან ჩართულები.

სიმპოზიუმის ტრადიცია, რომელსაც გასული საუკუნის 90 იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, რუსთავის მერიამ წელს აღადგინა. ქანდაკებები, ქალაქის ცენტრალურ პარკში მოწყობილ სიმპოზიუმის სივრცეში, 8 ივნისიდან იქმნება და ამ პროცესის დაკვირვების საშუალება, ყველა მსურველს აქვს.

რუსთავი ერთადერთი ქალაქია საქართველოში, რომელიც მსოფლიო სიმპოზიუმების გაერთიანების წევრია.

აღნიშნულ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია