ანონსი 25 ივნისი

25 ივნისს, 10:30 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N518 (C კორპუსი, V სართული)

25 ივნისს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ლარის კურსი: რატომ გამყარდა ლარი, მოლოდინები კურსთან დაკავშირებით ზაფხულის სეზონზე“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

25 ივნისს, 10:30 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

25 ივნისს, 11:00 საათზე, პარტია „დროას“ წევრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: აქცია ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით.

მის: ლუარსაბ შარაშიძის 5, ფიქრის გორა.

25 ივნისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტ ოთარ ანგურიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ლარის კურსი: რატომ გამყარდა ლარი, მოლოდინები კურსთან დაკავშირებით ზაფხულის სეზონზე“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

25 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის - „დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა“ პრეზენტაცია გაიმართება.

შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)

25 ივნისს, 11:00 საათზე, ბათუმში, საზღვაო ნავსადგურის მე-11 ნავმისადგომზე მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი. საზეიმო ცერემონიაზე ქართველ მეზღვაურებს პროფესიულ დღეს ასევე მიულოცავენ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანი, ასევე, მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

25 ივნისს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმრათება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

25 ივნისს, 12:00 საათზე, „სამართლიანი არჩევნები“ ბრიფინგს გამართავს.

თემა: „2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდის გარემოს შეფასება“.

მის: კოსტავას 43 ა, ISFED-ის ოფისი

საკონტაქტო: მარიამ მაღულარია - 595 51 94 51

25 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

25 ივნისს, 12:30 საათზე, გაიმართება თავისუფლების ინსტიტუტის კონფერენცია „ქალები ომში: უთქმელი ისტორიები".

კონფერენციაზე უკრაინელი და ქართველი გამომსვლელები ისაუბრებენ ქალების ომის გამოცდილებაზე. ასევე, გაიმართება ჩვენება მოკლე დოკუმენტური ფილმისა „დავიწყებული მსხვერპლი: ქალები ომში", რომელიც 1990-იანი წლების რუსეთის ჩადენილ დანაშაულებებს და ქალების აქამდე უთქმელ ისტორიებს ასახავს.

კონფერენციის სამუშაო ენაა ინგლისური.

მის: დავით აღმაშენებლის გამზ.44, Radisson Red

საკონტაქტო: 591 135 533

25 ივნისს, 13:00 საათზე, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს დეპუტატები ნაფეტვრებში მოწყობილ უკანონო ნაგავსაყრელთან დაკავშირებით პოლიტიკური თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ.

თემა: პოლიტიკური კორუფცია.

მის: ნაფეტვრების გადასახვევი

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის