Global Private Banker-მა „საქართველოს ბანკის“ დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება საუკეთესოდ დაასახელა საქართველოში

„საქართველოს ბანკის“ დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება Global Private Banking-ის გამომცემლობამ 2024 წლის ინოვაციების ჯილდოს ფარგლებში საქართველოში საუკეთესო კერძო ბანკად დაასახელა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს, რასაც უცვლელად გთავაზობთ.

„Global Private Banker-ის განცხადებით, „საქართველოს ბანკის“ მიერ წარმოდგენილი მონაცემები და შედეგები აჩვენებს, რომ „საქართველოს ბანკის“ ყოველი გადაწყვეტილების ცენტრი მომხმარებელია. შესაბამისად, ის ქმნის მომხმარებლების ინდივიდუალურ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე მორგებულ პრემიალურ შეთავაზებებს, რომელთა შედეგად, დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით, მომხმარებელთა კმაყოფილების დონე 88.4%-ია.

გამომცემლობა ყოველწლიურად აფასებს კერძო საბანკო კომპანიებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც სექტორში გამორჩეულ საბანკო გამოცდილებას ქმნიან. 2024 წლის ჯილდოს ფარგლებში, გამოცემის მიზანი იყო გამჭვირვალე შესარჩევი პროცესის შედეგად გამოევლინა ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ციფრული ხელსაწყოების გამოყენებით ქმნიან კერძო სექტორის საბანკო ლანდშაფტს.

„საქართველოს ბანკის“ დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებასთან ერთად, ქვეყნის დონეზე გამარჯვებულთა შორის მოხვდნენ HSBC (ჰონგ-კონგი), Societe Generale (ლუქსემბურგი), Bank of America (აშშ) და სხვა.

„ჩვენ მოხარულები ვართ, Global Private Banker-ის მიერ მონიჭებული აღიარებით, რაც ჩვენი გუნდის მიერ გაწეული ძალისხმევის დაფასებაა. ჩვენთვის ყოველი ახალი ჯილდო მოტივაციის დამატებითი წყაროა, რომელიც გვიბიძგებს, რომ შევქმნათ კიდევ უფრო მეტი საბანკო, პრემიალური პროდუქტები და მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები, რომელიც მათ ყოველდღიური რუტინული პროცესების გამარტივებაში დაეხმარებათ. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი ინიციატივების განხორციელებას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ დაგროვილი ქონების მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ბერიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია