„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, DataFest Tbilisi ვორკშოპს გამართავს

„საქართველოს ბანკი“, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია ინოვაციების განვითარებასა და ამ დარგში ცოდნის გაზიარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი და DataFest Tbilisi თანამშრომლობას აგრძელებენ და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებს ვორკშოპზე- „მომხმარებელზე ორიენტირებული AI მმართველობა” იწვევენ. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე ბიზნესში AI მმართველობის პროცესების დანერგვა და ცვლილებები განიხილება, რომლებიც საჭიროა ამ ტექნოლოგიისგან საუკეთესო შედეგის მისაღებად.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, მომხმარებელზე ორიენტირებული AI მმართველობით, პრიორიტეტი ადამიანების სპეციფიკურ საჭიროებებს ენიჭება. იგი განსხვავდება სხვა მეთოდებისგან, რადგან ბიზნესს მკაფიო მოთხოვნებს უყენებს და მას რეალისტურ მიზნად აქცევს. AI სისტემებში მომხმარებელთა უკუკავშირისა და პრეფერენციების ინტეგრაცია კი ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, ეთიკური სტანდარტებისა და რეგულაციების დაკმაყოფილება პროცესის ბუნებრივი ნაწილი ხდება.

მათი თქმით, მომხმარებელზე ორიენტირებული AI მმართველობა მომხმარებლებთან ურთიერთობების გამყარებას, სერვისის მუდმივ გაუმჯობესებასა და ინოვაციების დანერგვას ხელს უწყობს.

მათივე ინფორმაციით, ვორკშოპს ანა ჩუბინიძე, AdalanAI-ის დამფუძნებელი და დირექტორი გაუძღვება. იგი, ასევე, Springer Nature-ის "ხელოვნური ინტელექტისა და ეთიკის" ჟურნალის დამფუძნებელი სარედაქციო საბჭოს წევრია.

„ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ყოველდღიურობას რადიკალურად ცვლის და ეს ტენდენცია მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ, როგორც ინოვაციებზე ორიენტირებული ტექნოლოგიური ორგანიზაცია, მუდმივად ვაკვირდებით სიახლეებს ამ სფეროში და როგორც ბიზნესებს, ისე ტექ.პროფესიონალებს განახლებულ ინფორმაციას და გამოცდილებას ვუზიარებთ. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკისა და DataFest Tbilisi_ის პარტნიორობა გრძელდება და ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ინოვაციების გავრცელებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს. ვფიქრობთ, აღნიშნულ ვორკშოპზე ხელოვნური ინტელექტის ინჟინრები, ბიზნეს ლიდერები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები საინტერესო მიგნებებს მოისმენენ“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

ვორქშოპი 28 ივნისს, 4-დან 7 საათამდე, ჰიბრიდულ რეჟიმში, Zoom-ის პლატფორმის საშუალებითა და ალ. ყაზბეგის 15-ში, 4B-ის შენობაში, გაიმართება. ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ამ ბმულზე.

ვორკშოპის სამუშაო ენა ქართულია.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს