ზურაბ ჭიაბერაშვილი - სანქციები ვიღაცისთვის დღეს დაწესდება, ვიღაცისთვის ხვალ, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერავინ

ვიღაცისთვის სანქციები დღეს დაწესდება, ვიღაცისთვის ხვალ, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ-ს მიერ დაწესებული სავიზი სანქციები შეეხო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს, იგივე „ხარებას“ და მის ოჯახს.

ამასთან, ჭიაბერაშვილის თქმით, აშშ-ში კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა.

„იმ ადამიანის დასანქცირება, ვინც სჩადის გაუგონარ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების, აქტივისტებისა და პოლიტიკური ლიდერების მიმართ, სანქციების დაწესება გარდაუვალია და ამაში მოულოდნელი არაფერი უნდა იყოს. ვიღაცისთვის დაწესდება დღეს, ვიღაცისთვის ხვალ, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერავინ იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისთვის კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით